„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ოქტომბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ოქტომბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 25/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016229
24
15/05/2015
ვებგვერდი, 18/05/2015
010250020.35.108.016229
„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ოქტომბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2015 წლის 15 მაისი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ოქტომბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და  ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ოქტომბრის №57 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/10/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016192)  შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო  კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე–16 მუხლის მე–3 პუნქტის, 24–ე მუხლის მე–2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 და 364 მუხლების,„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25–ე მუხლების, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 და „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებების  შესაბამისად,“.

3. დადგენილების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის  დებულება (დანართის №1).“.

 

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო  კომისიის დებულება“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება აწესრიგებს სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელეთა კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესში.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ე) არადისკრიმინაციულობა კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს პირთა თანასწორობას განურჩევლად რასის, კანის, ფერის, სქესის,   წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნისა. დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მოთხოვნები;“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე–3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 3. კომისიის ფუნქციები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო- საატესტაციო კომისია.

2. კომისიის ფუნქციებია:

ა) ჩაატაროს კონკურსი ან ატესტაცია ამ დებულებით დადგენილი წესით;

ბ) კონკურსის შედეგების მიხედვით, ახდენს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენას ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე;

გ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის/ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–4 მუხლის მე–2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი  ორგანო. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი, ინიშნება დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე.“.

9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–7 მუხლის მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კონკურსის ან/და ატესტაციის შემთხვევაში პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან - წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან - გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არა უგვიანეს 2 (ორი) სამუშო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 (სამი) დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას.“.

10. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–7 მუხლს დაემატოს მე–10  პუნქტი და    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს  გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.“.

11. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპის ან მოხელის ატესტაციის სავადებულო ეტაპის - ტესტირების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვარი (აუცილებელ ქულათა მინიმალური ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

12. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–26 მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, ატესტაციას დაქვემდებარებული პირის დაუსწრებლად, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. საჭიროების  შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელისა და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.“.

13. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–26 მუხლის მე–2  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ და დასაკავებელ თანამდებობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.         

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი