"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ" ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის N-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ" ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის N-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.115.016164
13
14/05/2015
ვებგვერდი, 15/05/2015
210020010.35.115.016164
"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ" ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის N-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2015 წლის 14 მაისი

დ. ლენტეხი

 

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების  მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში (www.matsne.cov.ge,  06/04/2015 წ., 210020010.35.115.016162) და დადგენილების   პირველი მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს   დასუფთავებისათვის    ადგილობრივი მოსაკრებელი და მოსაკრებლის განაკვეთი  განისაზღვროს  შემდეგი ოდენობით:

1)  ფიზიკური პირებისათვის  დაწესდეს შეღავათი და გადასახადი განისაზღვროს 0 – ლარი.

2)  იურიდიული პირებისათვის, ინდმეწარმეებისათვის დაწესდეს ყოველთვიური მოსაკრებელი შემდეგის მიხედვით:

ა) სახერხი საამქროები – 50 ლარი;

ბ) ინდმეწარმეები:

ბ.ა) მაღაზიები – 5 ლარი;

ბ.ბ)  საზ. კვების ობიექტები – 10 ლარი;

გ) გარემოვაჭრეები – 20 ლარი;

დ) სკოლები – 20 ლარი;

ე) ა (ა)იპ-ები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები 20 ლარი.

3. ბენზინგასამართი  სადგურები – 10 ლარი;

4. საოჯახო სასტუმროები  სეზონურად – 20 ლარი;

5. საყოფაცხოვრებო ობიექტები – 10 ლარი;

6. აფთიაქები – 10 ლარი;

7. საბანკეტო დარბაზი – 20 ლარი;

8. სხვა დაწესებულებები – 10 ლარი.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი