დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 129-უ.ს.რ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 14/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240080.51.056.016026 |
129-უ.ს.რ.ს.
14/05/2015
ვებგვერდი, 18/05/2015
010240080.51.056.016026
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
|
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) 1381 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები: |
„41. რესპუბლიკურ ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით – დადგენილებით.
42. უმაღლესი საბჭოსათვის რესპუბლიკურ ბიუჯეტში დამტკიცებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირების თაობაზე შესაბამის წინადადებებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების პროექტის მომზადებისა და უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის მიზნით უგზავნის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიას.“. |
| მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ჩაქვი, 14 მაისი 2015 წ. N129-უ.ს.რ.ს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები