„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 128-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 14/05/2015
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.30.056.016047
128-უ.ს.რ.ს.
14/05/2015
ვებგვერდი, 18/05/2015
190040000.30.056.016047
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (გაზეთი „აჭარა“, №38, 08-12.04.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე (წარედგინება ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არა უგვიანეს 1 ივნისისა) განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არა უგვიანეს 25 ივლისისა. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა,  დადგენილებით ამტკიცებს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტს, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნეს რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში.“.

2. 26-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

,,მუხლი 261. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განსაკუთრებული დაფინანსების წესი

1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირების წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  რეგლამენტით.

2. რესპუბლიკურ ბიუჯეტში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით – დადგენილებით.“.


მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

 

ჩაქვი,

14 მაისი 2015 წ.

N128-უ.ს.რ.ს.