დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 135 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016757 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება საქონლის დროებით შენახვის ვადით და განახლდება დროებითი შენახვის დასრულებისთანავე.“; ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი: „121. ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული 20-დღიანი ვადის დინება ჩერდება საქონლის დროებით შენახვის ვადით და განახლდება დროებითი შენახვის დასრულებისთანავე.“; გ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 და მე-15 პუნქტები: „14. ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით კონტეინერით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის მომენტიდან/საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (დანართი №II-01) რეგისტრაციის მომენტიდან და დასრულდება გამოცხადებისას საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ ელექტრონული დადასტურებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით. 15. ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“ ფოთის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით კონტეინერით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონიდან კონტეინერის გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება ფოთის საზღვაო ნავსადგურში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით.“.
2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით.“.
3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით, ან ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“ ფოთის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით კონტეინერით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით;“; ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) ან ამავე ტერიტორიიდან მის მომიჯნავე საბაჟო საწყობში გადაადგილებული საქონლისა.“.
4. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებით შენახვის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება დამოწმებული მოწმობით ან დეკლარაციით: ა) მოწმობით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვისას, როდესაც საქონელი არ ჩამოიტვირთება სატრანსპორტო საშუალებიდან; ბ) მოწმობით გადაადგილებული იმ საქონლის დროებით შენახვისას, რომელიც საბაჟო საწყობში ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) ჩამოიტვირთა სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ ამოწურულა განაცხადის წარდგენის 30-დღიანი ვადა; გ) საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში ან რეექსპორტში ან გარე გადამუშავებაში ან საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას.“.
5. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. საქონლის დროებით შენახვის ვადა 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახვა შესაძლებელია ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ვადით (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 2. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე ან სასაქონლო ოპერაციის (გარდა ექსპორტისა) განსაზღვრის შემდეგ საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ წელს, ხოლო ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შემთხვევაში – 120 კალენდარულ დღეს. 3. საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) საქონლის დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. 4. საქონლის დროებით შენახვის ვადა აითვლება: ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე: ა.ა) საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან; ა.ბ) სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან; ა.გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვისას – ზოგადი დეკლარირებიდან; ა.დ) ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით კონტეინერით გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი არ ხორციელდება მოწმობით, – შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის თარიღიდან; ა.ე) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე, ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებულ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტ საქონელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების და საქონლის რეგისტრაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან; ა.ვ) რომელზეც განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია – დეკლარაციის დამოწმების თარიღიდან; ა.ზ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე – საფოსტო გზავნილების ნუსხის საგადასახადო ორგანოში წარდგენის თარიღიდან. ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე – განაცხადის რეგისტრაციის ან ASYCUDA-ს პროგრამაში მოწმობის გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების ან საბაჟო დეკლარაციის დამოწმების თარიღიდან, ხოლო საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვისას – საქონლის ფაქტობრივი განთავსების დღიდან. 5. თუ ამ მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა დროებით შენახულ საქონელზე სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის დასრულებისათვის, ან უკვე განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებისათვის აუცილებელი პროცედურები, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისას, საგადასახადო ორგანო დადგენილი წესით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საგადასახადო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) ან საქონლის მფლობელს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და უდგენს აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. დადგენილ ვადაში დეკლარანტის ან საქონლის მფლობელის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას.“.
6. მე-20 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლისა, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) საქონლის დროებით შენახვისას – საქონლის ფაქტობრივი განთავსების დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე ექსპორტის გამოყენებისას – გადამუშავების ვადის გასვლამდე.“; ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „12. საზღვაო გზით შემოტანილი საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა.“.
7. მე-40 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენების შემთხვევაში;“; ბ) მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენებისას.“.
8. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სეს ესნ-ის 842641 და 842649 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებულ თვითმავალ მექანიზმებზე, 842710 და 842720 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებულ თვითმავალ სატვირთველებზე, 8429, 8701, 8702, 8703 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული კვადროციკლებისა, ძრავის ცილინდრების მუშა მოცულობით არა უმეტეს 50 სმ3-ისა), 8704, 8705, 8709, 8710, 8711 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული მოტოციკლებისა და ველოსიპედებისა, ძრავის ცილინდრების მუშა მოცულობით არა უმეტეს 50 სმ3-ისა), 8716 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული ხელის ურიკებისა და 871690 სასაქონლო სუბპოზიით გათვალისწინებული ნაწილებისა) სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 (8903 10 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული გასაბერი ნავების გარდა) სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმში“ (ბაქოს ქ. №11-ში) საზღვაო გზით შემოტანილი ან საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული ავტონაწილებისა.“.
9. 55-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია დადგენილ ვადაში (საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლისა, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) საქონლის დროებით შენახვისას – საქონლის ფაქტობრივი განთავსების დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა) ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი 5 სამუშაო დღის ვადაში (დროებითი დასაწყობების შემთხვევის გარდა) არ იქნება გატანილი საბაჟო კონტროლის ზონიდან, საგადასახადო ორგანო აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს ამ პუნქტში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. თუ დადგენილ ვადაში დეკლარანტი არ აღმოფხვრის ნაკლოვანებებს ან არ მოითხოვს დეკლარაციის ბათილად ცნობას, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის განკარგვას.“.
10. 67-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;“.
11. მე-80 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გარე გადამუშავებაზე სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლისა, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვისას – ფაქტობრივი განთავსების დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა.“.
12. 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მიღება-ჩაბარების (მიღება-გადაცემის) აქტი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდება ხორციელდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის ადგილზე მოხმარებისათვის.“.
13. 105-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დეკლარანტის ინიციატივით შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა ან განადგურება ამ ინსტრუქციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.“; გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. საგადასახადო ორგანო დეკლარანტის ინიციატივით თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შესახებ ინფორმაციას გადასცემს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს.“.
14. 106-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქონლის სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე დეკლარანტი განცხადებით მიმართავს იმ საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საბაჟო კონტროლის პროცედურებს, ხოლო იმ საქონელზე, რომლის მიმართ სასაქონლო ოპერაცია გაცხადებულია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – გაფორმების საგადასახადო ორგანოს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები