დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 85 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090020.35.160.016295 |
|
„ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 27/06/2014, 330090020.35.160.016209) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა' (ლსზ') ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა' (ლსზ') წარმოადგენს დასახლების (ადმინისტრაციულ) საზღვრებში ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთანავე ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დასაშვებია სათბურების განთავსება.“; ბ) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ზოგადი. მინიმალური ფართობი, უბნის ან ქვეუბნის მაქსიმალური სიმჭიდროვე, მინიმალური სიგრძე და სიგანე, შეწევის მანძილები, მაქსიმალური სიმაღლე, განაშენიანების, განაშენიანების სიმჭიდროვისა და გამწვანების კოეფიციენტები უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ 1-ს ცხრილი 1 კონკრეტულ საცხოვრებელ ზონებში ზომების რეგულირება ა.ბ.გ.დ.
ა) დამხმარე კოშკების, სატელიტური ანტენების თეფშებისა და მსგავსი ნაგებობების/სტრუქტურების სიმაღლეები დასაშვებია აღემატებოდეს მაქსიმალურ სიმაღლეს, თუ დამტკიცებულია მშენებლობის ნებართვის გამცემის მიერ; ბ) შეწევის მანძილებისადმი და შენობის მაქსიმალური სიმაღლეებისადმი დამატებითი მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს ქალაქ რუსთავის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტითან განაშენიანების რეგულირების გეგმით; გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანებისა და განაშენიანების სიმჭიდროვის მაქსიმალური კოეფიციენტების გაზრდა შესაძლებელია მაქიმუმ 10%-ით სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე; დ) კონკრეტულ საცხოვრებელ ზონაში კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობის განსათავსებლად განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ზომებისადმი მინიმალური მოთხოვნები არ ვრცელდება და განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი გადაწყვეტილებით.“; გ) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ზომების რეგულირება კონკრეტულ საზოგადოებრივ-საქმიან ზონებში ა) ზოგადი. მინიმალური ფართობი, უბნის ან ქვეუბნის მაქსიმალური სიმჭიდროვე, მინიმალური სიგრძე და სიგანე, შეწევის მაძილები, მაქსიმალური სიმაღლე, განაშენიანების, განაშენიანების სიმჭიდროვისა და გამწვანების კოეფიციენტები უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ 2-ს ცხრილი 2 კონკრეტულ საზოგადოებრივ-საქმიან ზონებში ზომების რეგულირება ა,ბ,გ,დ
ა) დამხმარე კოშკების, სატელიტური ანტენების თეფშებისა და მსგავსი ნაგებობების/სტრუქტურების სიმაღლეები დასაშვებია აღემატებოდეს მაქსიმალურ სიმაღლეს, თუ დამტკიცებულია მშენებლობის ნებართვის გამცემის მიერ; ბ უბნის ან ქვეუბნის მაქსიმალური სიმჭიდროვისადმი, შეწევის მანძილებისადმი და შენობის მაქსიმალური სიმაღლეებისადმი დამატებითი მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს ქალაქ რუსთავის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტით ან განაშენიანების რეგულირების გეგმით; გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანებისა და განაშენიანების სიმჭიდროვის მაქსიმალური კოეფიციენტების გაზრდა შესაძლებელია მაქიმუმ 10%-ით სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე; დ) კონკრეტულ საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობის განსათავსებლად განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ზომებისადმი მინიმალური მოთხოვნები არ ვრცელდება და განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი გადაწყვეტილებით.“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მშენებლობის ნებართვის გაცემისას გამოყენებულ იქნეს ეს წესი იმ სუბიექტების მიმართ, რომლებმაც საკუთრების უფლება მოიპოვეს ამ წესის ამოქმედების შემდეგ. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები