დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.160.016293 |
83
08/05/2015
ვებგვერდი, 14/05/2015
210070000.35.160.016293
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის მიერ გაცემული
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და მერიიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით. |
| მუხლი 2 |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ. |
| მუხლი 3 |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და მერიიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათის გარდა, წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის ოდენობა შეადგენს 10 გვერდს A4 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლის გადაღებისათვის. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები