„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016294
84
08/05/2015
ვებგვერდი, 14/05/2015
010250020.35.160.016294
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №84

2015 წლის 8 მაისი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის   დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის  8 აგვისტოს №9 დადგენილების  ( www.matsne.gov.ge,12/08/2014, 010250020.35.160.016219) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)    მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ნ) ახორციელებს პრივატიზებული ქონების ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღებისათვის ვალდებულებების შესრულების ვადის გაგრძელებას და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივა აქტს.“;

ბ) მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ.ო“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ო) მისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადაცემის თაობაზე სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებისთვის არაუმეტეს ორი კალენდარული დღის ვადით.“;

გ)   მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერის პირველი მოადგილე უფლებამოსილია მერის დავალებით ხელი მოაწეროს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, მერის ბრძანებით განსაზღვრული ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, ამ  დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე