„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისათვის აუდიტორული მომსახურების (მათ შორის, ქონების შეფასების) მიღების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილი აუდიტორის ან/და აუდიტორული ფირმის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 11-45
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 010270000.35.101.016156
11-45
08/05/2015
ვებგვერდი, 13/05/2015
010270000.35.101.016156
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისათვის აუდიტორული მომსახურების (მათ შორის, ქონების შეფასების) მიღების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილი აუდიტორის ან/და აუდიტორული ფირმის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11-45

2015 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისათვის აუდიტორული მომსახურების (მათ შორის, ქონების შეფასების) მიღების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილი აუდიტორის ან/და აუდიტუ ფირმის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტისა და 91-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისათვის აუდიტორული მომსახურების (მათ შორის, ქონების შეფასების) მიღების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილი აუდიტორის ან/და აუდიტური ფირმის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-107 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი:www.matsne.gov.ge, 05/01/2015,  სარეგისტრაციო კოდი: 010270000.35.101.016106) შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ე) აუდიტურ კომპანიასთან ან აუდიტორთან გასაფორმებელი ხელშეკრულება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მიზნით საბანკო გარანტიის წარდგენას, რომლის ოდენობაც უნდა იყოს არანაკლებ ხელშეკრულების ღირებულების 5% და მისი მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას ერთი თვით, ასევე საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი, ამასთან საბანკო გარანტიის გარანტისგან (გარანტიის გამცემი ფინანსური ინსტიტუტი) მოთხოვნის უფლებამოსილება უნდა ენიჭებოდეს აუდიტორული მომსახურების მიმღებს.“

ბ)  მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„3. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელების შემთხვევაში აუდიტური ფირმის ან/და აუდიტორის შერჩევის შემდეგ საწარმო განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) შერჩეული აუდიტორული ფირმის ან/და აუდიტორის დანიშვნის მოთხოვნით.“

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი