დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016150 |
|
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისსოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცებისშესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №4 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 06/02/2015წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016132) და დადგენილების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500(ხუთასი) ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ დედით ან მამით ობოლ, მარტოხელადედის სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლის ჩათვლით) ოჯახებიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების რომელთაც აქვთ მინიჭებული 57000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა სტუდენტს. სტუდენტმა ან მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ცნობა აკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლიდან სწავლის საფასურის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ; გ) პირადობის მოწმობის ასლი; დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა, მარტოხელობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი); ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება საჩხერის მუნიციპალიტეტი; ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები