„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016226
122
08/05/2015
ვებგვერდი, 11/05/2015
010250020.35.157.016226
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №122

2015 წლის 8 მაისი

ქ. თეთრიწყარო

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივიი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №88 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 27/11/2014წ. 010250020.35.157.016192) დამტკიცებული დანართის, ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივიი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“, მე-7 მუხლის 24-ე პუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. გამგეობის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) შესაძლებელია საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება და არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer - ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე