გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016268
21
08/05/2015
ვებგვერდი, 13/05/2015
190040000.35.148.016268
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2015 წლის 8 მაისი

ქ. გორი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №46 დადგენილებაში  „გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 23/12/2014; 190040000.35.148.016244) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. მოსახლეობის  მედიკამენტებით უზრუნველყოფა

1. მოსახლეობის  მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დაფინანსების  მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები.

 2. მედიკამენტებით დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი (0-დან 70000-ჩათვლით) სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე შემდეგი დაავადებათა კატეგორიის ბენეფიციარებს:

ა) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა;

ბ) გ.ი.დ. (გულის იშემიური დაავადება);

გ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი II (ინსულინ დამოუკიდებელი).

3. ამ მუხლში აღნიშნულ ყველა დაავადებათა მკურნალობაზე, დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება  გაეწევა ერთჯერადად,  რომლის საერთო ჯამი ერთ ბენეფიციარზე არ უნდა აღემატებოდეს 100 ლარს.

4. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან;

 ე) 0-დან 70000-ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებმა დამატებით წარმოადგინონ რეგისტრაციის ამონაწერი სოციალურად  დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზიდან, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი