დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 აპრილის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.038.016449 |
|
,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 აპრილის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 აპრილის №74 ბრძანებით (სსმ, 040030000.22.038.016043, 28/04/2011) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. 4. თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს და მათ საქმიანობას კოორდინაციას უწევს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი. 5. ბიუროს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ბიუროს უფროსი თავის უფლებამოსილებას დროებით ანიჭებს ერთ-ერთ პრობაციის ოფიცერს, ხოლო თბილისის პრობაციის ბიუროში თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის უფლებამოსილებას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი დროებით ანიჭებს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის ერთ-ერთი მოადგილეს.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები