დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.129.016169 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“, „ჰ2“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №13 დადგენილებაში (სსმ, 27/03/2015) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8 1. ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია: ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთი; ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 3 000 კვადრატულ მეტრს, ასევე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 30 კვადრატულ მეტრს. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ადგილობრივი გადასახადის გადამხდელი გადასახადისაგან თავისუფლდება და საგადასახადო შეღავათით სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები