პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3523-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.017740
3523-IIს
01/05/2015
ვებგვერდი, 18/05/2015
100030010.05.001.017740
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

 2. მე-3 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.“.

 3. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 6. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანიზება

 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის უშუალოდ აღმასრულებელი ორგანო არის პენიტენციური დაწესებულება.

 2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ცალკეულ ფუნქციებს ასრულებს და პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან მართვას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი – პენიტენციური დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი).

 3. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის წარმართვას და პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).

 4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვის მიზნით სამინისტროსთან იქმნება საკონსულტაციო საბჭო. ამ საბჭოს დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 

 მუხლი 7. პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველყოფა

 1. სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებათა ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სამოქალაქო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

 2. სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებს და სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებების განხორციელების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, შესაბამისი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უზრუნველყოფისაკენ.

 3. სამინისტროს სამოქალაქო სამსახური აერთიანებს სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან ლოჯისტიკურ, სამედიცინო, საფინანსო, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ამ დაწესებულებების ფუნქციონირების მიზნით.

 4. სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზება, ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 5. სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის მოსამსახურეზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.“.

 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

 

 „მუხლი 71. დეპარტამენტი

 1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც შედის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. დეპარტამენტი:

 ა) ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან მართვას;

 ბ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს პენიტენციურ დაწესებულებათა განვითარების პროგრამებს და, მათი დამტკიცების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ პროგრამების განხორციელებას;

 გ) განსაზღვრავს და გეგმავს პენიტენციურ დაწესებულებათა საჭიროებებს;

 დ) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას და ექსტრადიციას და მათთან დაკავშირებულ დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებებს;

 ე) უზრუნველყოფს და კოორდინაციას უწევს პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის დაცვას, უსაფრთხოების დაცვას, პენიტენციურ დაწესებულებათა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოსამსახურეთა დაცვას;

 ვ) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების რეალიზაციას;

 ზ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოებას;

 თ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კონსულტაციების შედეგად შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამებს და, მათი დამტკიცების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ პროგრამების განხორციელებას;

 ი) შეიმუშავებს, ამტკიცებს და ახორციელებს უსაფრთხოების ღონისძიებების და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმებს;

 კ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებებს;

 ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

 3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

 4. დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებს. იმ მოსამსახურეთა ჩამონათვალი, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის დირექტორი, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

 5. დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. მინისტრს უფლება აქვს, მოახდინოს ცალკეულ უფლებამოსილებათა დელეგირება დეპარტამენტის დირექტორზე, გარდა საკადრო საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა.“.

 5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „მუხლი 8. პენიტენციური დაწესებულება და მისი მართვა. პენიტენციური დაწესებულების სახეები

 1. პენიტენციური დაწესებულება არის მინისტრის სამართლებრივი აქტით შექმნილი დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში. პენიტენციური დაწესებულება მისთვის ამ კოდექსით მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო.

 2. პენიტენციურ დაწესებულებას ქმნის და აუქმებს მინისტრი.

 3. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი, აგრეთვე ამ კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საკითხები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.

 4. პენიტენციურ დაწესებულებას ხელმძღვანელობს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. პენიტენციური დაწესებულების დირექტორს დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის დირექტორი. ამასთანავე, სოციალურ დარგში პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისათვის და თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის საჭიროა მინისტრის წინასწარი წერილობითი თანხმობა.

 5. პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და რიგითები, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულების ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ამ პენიტენციურ დაწესებულებაში უშუალოდ ასრულებენ ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. აღნიშნულ საჯარო მოსამსახურეებს არ ენიჭებათ სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებები. პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფენ სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურეები.

 6. პენიტენციური დაწესებულების სახეებია:

 ა) პატიმრობის დაწესებულება;

 ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;

 გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.

 7. საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის და აუქმებს შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას.“.

 6. 101 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.“.

 7. 123 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.“.

 8. II1 და II2 თავები ამოღებულ იქნეს.

 9. მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და ჰქონდეს ამისათვის საჭირო ინვენტარი;“.

 10. მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია (შემდგომ – ადმინისტრაცია). პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება.“.

 11. მე-17 მუხლის:

 ა) მე-2 და 21 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.

 21. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით ბრალდებულს/მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 ნაწილით.“;

 ბ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „14. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება აგრეთვე მიეცეს იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 ნაწილით.“.

 12. 173 მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „21. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით ქალ მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან საოჯახო პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 ნაწილით.“.

 13. მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს თავის დამცველთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს შეუძლია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.“.

 14. მე-19 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით სატელეფონო საუბრის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი აკრძალულია.“.

 15. 23-ე მუხლის:

 ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება.“;

 ბ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.

 6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით.“.

 16. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „მუხლი 24. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის დაცვის უფლება

 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პენიტენციური დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი.

 2. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. ამ შემოწმების შესახებ დგება ცნობა, რომელიც ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში ინახება.“.

 17. 25-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გასეირნება ხდება დღის საათებში, პენიტენციური დაწესებულების მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილზე. გასეირნება შეიძლება ვადამდე შეწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.“.

 18. 26-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მსჯავრდებულს ეძლევა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის წარდგინებით და მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორი ადგენს მსჯავრდებულის გამცილებელ თანამშრომელთა რაოდენობას. მსჯავრდებულის გაცილება ხდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან.“.

 19. 27-ე მუხლის:

 ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა ფორმდება დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით. მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა:

 ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;

 ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;

 გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი.“;

 ბ) მე-4–მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას აძლევს დეპარტამენტის დირექტორი, თუ დაკმაყოფილებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები, ამასთანავე, მსჯავრდებული დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულია:

 ა) სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ჩარიცხვის გამო;

 ბ) პირადი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე;

 გ) გადამდები ინფექციური დაავადების გამო.

 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, შესაძლებელია მსჯავრდებულს მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება.

 6. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო (შემდგომ – დანიშნულების ადგილი).“;

 გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის განხილვისას დეპარტამენტის დირექტორს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები:

 ა) გირაო – არანაკლებ 2000 ლარისა;

 ბ) პირადი თავდებობა;

 გ) ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება.“;

 დ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „13. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოტივირებული უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

 20. 28-ე მუხლის:

 ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. დეპარტამენტის დირექტორი ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებას და მის ფინანსურ მდგომარეობას.

 3. დეპარტამენტის დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 დღის ვადაში შეიტანება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დეპოზიტზე.“;

 ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი.“.

 21. 29-ე მუხლის:

 ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა:

 ა) შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის – შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით;

 ბ) სხვა ქმედებით მიყენებული ზიანისათვის – სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.

 2. ბრალდებული/მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებისათვის მიყენებულ ზიანს, შესაბამისი დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.“;

 ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში გადაუდებელი მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯით ხორციელდება.“.

 22. 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის:

 ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) დაიცვას პენიტენციური დაწესებულების დებულება და შეასრულოს ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები;“;

 ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) სურვილის შემთხვევაში იმუშაოს მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ სამუშაო ადგილზე, ამ კოდექსითა და პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილი პირობებით.“.

 23. 31-ე და 32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „მუხლი 31. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შემოწმება და მონიტორინგი

 სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებას და პენიტენციურ დაწესებულებათა სისტემურ მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

 

 მუხლი 32. სპეციალური პრევენციული ჯგუფი

 სამინისტროში და პენიტენციურ დაწესებულებაში წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობს სპეციალური პრევენციული ჯგუფი.“.

 24. 33-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების საფუძველი“.

 25. 36-ე მუხლის:

 ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი დაპატიმრებიდან მის გათავისუფლებამდე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ მისი პირადი საქმე ინახება პენიტენციური დაწესებულების არქივში. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოების წესს, ამ საქმისთვის დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს და არქივში საქმის შენახვის ვადას განსაზღვრავს მინისტრი.“;

 ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მისი პირადი საქმე გადაიგზავნება შესაბამის დაწესებულებაში.“.

 26. 41-ე მუხლის:

 ა) პირველი–მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა, აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 2. საბჭო შედგება 5 წევრისგან. საბჭოს შემადგენლობაში შედის:

 ა) სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;

 ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს 1 თანამშრომელი;

 გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი;

 დ) არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი;

 ე) ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1 წარმომადგენელი.

 3. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შეარჩევს და საბჭოს წევრებად ნიშნავს მინისტრი. იმავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად ნიშნავს მინისტრი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. იმავე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს საბჭოს წევრებად ნიშნავს მინისტრი სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით. სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შერჩევისა და საბჭოს წევრებად წარდგენის მიზნით. სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“;

 ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. საბჭოს წევრი ინიშნება 1 წლის ვადით. დასაშვებია საბჭოს წევრად პირის ხელმეორედ დანიშვნა. საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

 ა) პირადი განცხადება;

 ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

 გ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

 დ) ამ ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;

 ე) გარდაცვალება;

 ვ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა;

 ზ) საბჭოს წევრად დანიშვნისას დაკავებული თანამდებობის შეცვლა ან თანამდებობიდან გათავისუფლება;

 თ) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება;

 ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია.“;

 გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7–მე-9 ნაწილები:

 „7. შესაძლებელია საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილმა ერთმა პარლამენტის წევრმა. მას საბჭოს სხდომაზე დასწრების შემთხვევაში აქვს საბჭოს წევრის ტოლფასი ხმის უფლება. პარლამენტის წევრი არ არის საბჭოს წევრი და იგი საბჭოს სხდომის კვორუმის დადგენისას გაითვალისწინება მხოლოდ სხდომაზე დასწრების შემთხვევაში. საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა აცნობოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილ პარლამენტის წევრს საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ და უზრუნველყოს იგი შესაბამისი საქმის მასალებით.

 8. საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. იგი საბჭოებს წარმოადგენს სასამართლოში. მას უფლება აქვს, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები).

 9. საბჭოს სხდომის მონაწილე პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სხდომაში მონაწილეობის შედეგად.“.

 27. 44-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

 28. 45-ე და 45მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „მუხლი 45. ადმინისტრაციის მოვალეობები მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისას

 1. თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა ადმინისტრაცია მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აცნობებს მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.

 2. ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

 

 მუხლი 451. ადმინისტრაციის მოვალეობა ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისას

 ადმინისტრაცია ვალდებულია ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე ამ კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით საუბნო პოლიციას.“.

 29. 46-ე მუხლის:

 ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი.“;

 ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მის მიერ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო, მისი ავადმყოფობის გამო ან/და რისკის ფაქტორის გათვალისწინებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, ლიკვიდაციისას ან გადატვირთულობისას, ან ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, ან სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას ან/და მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში. მსჯავრდებულის რისკების შეფასებას და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკების შეფასების გუნდი. მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

 30. 47-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებიდან არაუგვიანეს 20 დღისა დეპარტამენტის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი.

 2. პატიმრობის დაწესებულების ადმინისტრაცია მსჯავრდებულს სასჯელის მოსახდელად გზავნის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა.“.

 31. 50-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო განყოფილებაში განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს.“.

 32. VIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „პენიტენციური დაწესებულების დებულება“.

 33. 52-ე და 53-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 52. პენიტენციური დაწესებულების დებულება

 1. პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:

 ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იზოლაცია და დაცვა;

 ბ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების მუდმივი ზედამხედველობა;

 გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება;

 დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;

 ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და დაწესებულების თანამშრომლების პირადი უსაფრთხოების დაცვა;

 ვ) სხვადასხვა კატეგორიის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება ამ კოდექსით დადგენილი წესით;

 ზ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების წესი;

 თ) მუშაობისა და დასვენების დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქცევის წესი;

 ი) იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც დაუშვებელია მსჯავრდებულის დასაქმება;

 კ) იმ საგნებისა და ნივთების ჩამონათვალი და რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იქონიოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა;

 ლ) იმ საგნების ამოღების წესი, რომელთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გამოყენებაც დაუშვებელია;

 მ) ჩხრეკის, შემოწმების ჩატარების, პაემნების მოწყობის, კორესპონდენციისა და გზავნილების მიღება-ჩაბარების წესები;

 ნ) კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა საგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება შეიძინოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში;

 ო) იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას;

 პ) დაწესებულებაში შესვლის წესი და პირობები.

 2. პენიტენციურ დაწესებულებაში მისი დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი მოთავსების ადგილის ჩხრეკა, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად ჩხრეკას ახორციელებს იმავე სქესის პირი.

 3. ადმინისტრაცია ვალდებულია შეამოწმოს იმ პირთა ნივთები, ტანსაცმელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შედიან პენიტენციურ დაწესებულებაში ან გადიან პენიტენციური დაწესებულებიდან.

 4. ფული ან სხვა ფასეულობა, რომელიც ჩამოერთმევა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მის გათავისუფლებამდე შესანახად პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით გადაეცემა ადმინისტრაციას.

 

 მუხლი 53. პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგი

 პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი.“.

 34. 54-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

 35. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 55. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება

 1. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ან/და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ოპერატიულ-სამძებრო უზრუნველყოფის ფარგლებში.

 2. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა არის პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში დეპარტამენტის ან/და პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციისა და მონაცემების ერთ-ერთი შემდეგი მიზნით შეგროვება, დამუშავება და ანალიზი:

 ა) პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენა და თავიდან აცილება;

 ბ) კრიმინალური კავშირებისა და გავლენების იდენტიფიკაცია და შეფასება;

 გ) სხვა ტიპის ისეთი შიდა რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიკაცია და შეფასება, რომლებმაც შეიძლება უშუალო საშიშროება შეუქმნას სამინისტროს სისტემის მოსამსახურის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირის უსაფრთხოებას, პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების დაცვას და ამით არსებითად დაარღვიოს პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება.

 3. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ფარგლებში დეპარტამენტის ან/და პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია პენიტენციურ დაწესებულებაში ინფორმაცია და მონაცემები მოიპოვოს ღია და ფარული წყაროებიდან, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად; ამასთანავე, იმავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება უნდა განხორციელდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

 4. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის დაწყების საფუძველია დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება. ეს ბრძანება გამოიცემა განსაკუთრებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ან/და პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი საქმიანობის განხორციელების საჭიროება, მიზანი და ფარგლები.

 5. დეპარტამენტის ან/და პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით მოპოვებულ ინფორმაციასა და მონაცემებში შესაძლო დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს, ხოლო სამსახურებრივი გადაცდომის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში – სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

 6. დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახური და პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ გამოძიების ოპერატიულ და ოპერატიულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას პენიტენციური დაწესებულების ფარგლებში.

 7. პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ექვემდებარება საპროკურორო ზედამხედველობასა და სასამართლო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 8. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით მოპოვებული ინფორმაციისა და მონაცემების დამუშავების, შენახვის, გაცნობისა და განადგურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 9. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

 36. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 551 მუხლი:

 

 „მუხლი 551. პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება

 1. პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

 2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულად ცნობილი პირი გადაჰყავთ პატიმრობის დაწესებულებაში.“.

 37. 56-ე მუხლის:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „პენიტენციური დაწესებულების დაცვა“;

 ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პენიტენციურ დაწესებულებას იცავს დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახური.“;

 გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტის დირექტორს შეუძლია დეპარტამენტთან ან პენიტენციურ დაწესებულებასთან შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები.“.

 38. 57-ე მუხლის:

 ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, სხვისი და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით, დასაბუთებული გადაწყვეტილებით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები:

 ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება;

 ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება;

 გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა;

 დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება.“;

 ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. პენიტენციურ დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას და ექსტრადიციისას უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების სხვა პირობები და გარემოებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 4. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობა სამედიცინო პერსონალთან ერთად ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი. ამ აქტის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“.

 39. 571 მუხლის:

 ა) პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) ხელკეტი;“;

 ბ) მე-2 ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) ხელბორკილი – იმ პირის მიმართ, რომელიც თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას; რომელიც საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; რომელიც ცდილობს გაქცევას; აგრეთვე თუ არსებობს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის გონივრული ეჭვი;

 ბ) დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი – იმ პირის მიმართ, რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს საკუთარი თავი ან სხვა; რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; რომლის მოქმედება გამოხატულად აგრესიულია. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს ექიმის მეთვალყურეობით;

 გ) ხელკეტი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის და სხვისი დაზიანების თავიდან აცილების, პენიტენციურ დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების, დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით;“;

 გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ პირს, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო მომზადება.“;

 დ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორს და ექიმს ან ექთანს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების შემთხვევისა. სპეციალური საშუალების გამოყენების შემდეგ ბრალდებულს/ მსჯავრდებულს პირველი შესაძლებლობისთანავე უტარდება სამედიცინო შემოწმება.“;

 ე) მე-9–მე-12 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „9. სპეციალური საშუალების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ადგენს ანგარიშს და მას დაუყოვნებლივ უგზავნის მინისტრსა და დეპარტამენტის დირექტორს.

 10. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას და ექსტრადიციისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან/და მისი გაქცევის თავიდან აცილების მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ ჯგუფის ან კოლონის უფროსი დაუყოვნებლივ აცნობებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის უფლებამოსილ პირს და ექიმს ან ექთანს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების შემთხვევისა.

 11. სპეციალური საშუალებების გამოყენება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებებისა, აგრეთვე დასაშვებია პენიტენციურ დაწესებულებაზე გარედან თავდასხმის მოსაგერიებლად.

 12. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალება გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებული საფრთხის აღმოსაფხვრელად იმავე ნაწილის „ა“–„ვ“ და „თ“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების დახურულ სივრცეში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და იმ პირთა მიმართ გამოყენება, რომლებიც უკვე იმყოფებიან შესაბამისი უფლებამოსილი პირის კონტროლის ქვეშ.“;

 ვ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „14. დაუშვებელია პენიტენციურ დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას ისეთი სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საერთაშორისო აქტებით.“;

 ზ) მე-18 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „18. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეებს, ამ საშუალებათა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესსა და პირობებს ადგენს მინისტრი.“.

 40. 572 მუხლის:

 ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავს ესხმის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან სხვა პირს, ან სჩადის სხვა განზრახ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ, უშუალო და იმწუთიერ საფრთხეს უქმნის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან სხვა პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, დასაშვებია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და იმ საფრთხის პროპორციული უნდა იყოს, რომელსაც ბრალდებული/მსჯავრდებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან სხვა პირს უქმნის.

 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან ან გაყვანისას/გადაყვანისას გაქცევის ან სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის შემთხვევაში, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. გამოყენებული უნდა იქნეს მინიმალური ძალა – რამდენიც აუცილებელია გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესაჩერებლად. ქალისა და არასრულწლოვნის გაქცევისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია.“;

 ბ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ან/და შენახვა, რომელსაც უშუალო შეხება აქვს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან.

 6. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის და ამ კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაცვის განხორციელების შემთხვევებისა.“.

 41. 58-ე მუხლის:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „განსაკუთრებული პირობები პენიტენციურ დაწესებულებაში“;

 ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვე თუ პენიტენციური დაწესებულება დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.

 2. პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახდენს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არაუმეტეს 15 დღის ვადით. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა მინისტრის თანხმობით შესაძლებელია გაგრძელდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე.“;

 გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტის დირექტორს. დეპარტამენტის დირექტორი შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.“.

 42. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 581 მუხლი:

 „მუხლი 581. პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა

 1. პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, როდესაც ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების ისეთი დარღვევა, რომელიც აშკარა საშიშროებას უქმნის პენიტენციური დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და რომლის პენიტენციური დაწესებულების ძალებით, ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში აღმოფხვრა შეუძლებელია.

 2. მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. იგი ამ ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტის დირექტორს. თუ დეპარტამენტის დირექტორი ინფორმაციის სათანადო დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის შესახებ ატყობინებს მინისტრს.

 3. კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედება. მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ ამ კოდექსის 571 და 572 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებები.

 4. კრიზისული ვითარების მართვის პროცესში დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრის თანხმობით.

 5. კრიზისული ვითარების მართვისას სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციას.

 6. კრიზისული ვითარების მართვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 7. კრიზისული ვითარების მართვისას სამინისტრო ვალდებულია უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.“.

 43. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 59. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა

 მასობრივი არეულობისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას თავდასხმის, პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, თუ კრიზისული ვითარების სამინისტროს ძალებით მართვა შეუძლებელია, ხორციელდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. ეს გეგმა მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

 44. მე-60 მუხლის:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება“;

 ბ) პირველი–მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:

 ა) საქართველოს პრეზიდენტი;

 ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრები;

 გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

 დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები;

 ე) საქართველოს სახალხო დამცველი;

 ვ) მინისტრი და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;

 ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები.

 2. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვით შესვლის წესს განსაზღვრავს მინისტრი.

 3. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. სპეციალურ ნებართვას გასცემს მინისტრი ან დეპარტამენტის დირექტორი.“;

 გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 ნაწილები:

 „7. საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი თანხმობით სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელოს მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოების და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება. 

 8. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ პირს ფოტოგადაღების რეჟიმის შემოწმება ვიდეოგადაღების თავიდან აცილების მიზნით, ხოლო ვიდეოგადაღების რეჟიმის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი.“.

 45. 603 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

 „ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;

 თ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.“.

 46. 62-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, თავსდება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ საერთო საცხოვრებელში.“.

 47. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

 „კ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;

 ლ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.“.

 48. 66-ე მუხლის:

 ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

 „ლ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;

 მ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.“.

 49. 664 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

 „ვ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;

 ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.“.

 50. 69-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. რესოციალიზაციის, ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული პირადი განცხადებით შესაძლებელია სასჯელის მოსახდელად იმავე დაწესებულებაში იქნეს დატოვებული, რომელშიც სრულწლოვანების მიღწევამდე იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე.“.

 51. 71-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

 „ლ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;

 მ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.“.

 52. 72-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ქალი მსჯავრდებული სასჯელს იხდის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან.“.

 53. მე-80 მუხლის:

 ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა;“;

 ბ) „ი1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 54. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის:

 ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;“;

 ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „კ) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;“.

 55. 90-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „11. თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ჩაიდინა ამ კოდექსის მე-80 მუხლის „გ“, „დ“, „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, შესაძლებელია მას შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა არაუმეტეს 90 დღე-ღამის ვადით. აღნიშნული ვადა არ შედის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული პატიმრობების საერთო ვადაში.“.

 56. 95-ე მუხლის:

 ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მოთხოვნის შეტანით ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც ადმინისტრაციის უფლებამოსილებას განეკუთვნება.“;

 ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.“.

 57. 96-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.“.

 58. 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „მუხლი 98. საჩივრის ადრესატი

 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას.

 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე გაასაჩივროს დეპარტამენტის დირექტორთან, აგრეთვე იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს.

 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება დეპარტამენტის დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს.

 4. დაუშვებელია საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება, სამართლებრივი აქტი ან გადაწყვეტილება საჩივრდება.

 5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.“.

 59. 99-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“.

 60. 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ადმინისტრაცია ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადაუგზავნოს ადრესატს.“.

 61. 103-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს დაუყოვნებლივ ეცნობება ზეპირი ან წერილობითი ფორმით.

 2. დეპარტამენტის დირექტორი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია გააგრძელოს საჩივრის განხილვის ვადა არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ წერილობით ეცნობება საჩივრის ავტორს.“.

 62. 109-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

 63. 1121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „მუხლი 1121. სამეურნეო სამუშაოები

 1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვა ფორმდება ამ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

 2. სამეურნეო სამუშაოების შესრულებისათვის მსჯავრდებულს მიეცემა ანაზღაურება.

 3. სამეურნეო სამუშაოების შემსრულებელი მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

 4. სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვის/ამორიცხვის, მის მიერ ამ სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 5. ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.“.

 64. 116-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

 „4. მსჯავრდებულის რესოციალიზაციას დეპარტამენტი და პენიტენციური დაწესებულებები უზრუნველყოფენ სოციალური მუშაკებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირების მეშვეობით.“.

 65. 1181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „მუხლი 1181. სამინისტროს სისტემაში კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელება

 სამინისტრო ხელს უწყობს მის სისტემაში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელებას, რომელთა მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის, დანაშაულის პრევენციისა და სარეაბილიტაციო პროგრამების მეცნიერული შესწავლა.“.

 66. 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

 „3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პენიტენციური დაწესებულებისთვის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

 67. 1211 მუხლის მე-3–მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო პროფილის საავადმყოფოში ყოფნისას:

 ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავებს (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, ნაშვილები, გერი და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით მონახულების უფლება;

 ბ) მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეს იმ პირსაც, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

 გ) თუ საავადმყოფო ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვერ უზრუნველყოფს მომვლელის მომსახურებით, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს საავადმყოფოს ხელმძღვანელის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მომვლელად ყოფნის უფლება;

 დ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს დამატებითი კვების პროდუქტების მიღების უფლება;

 ე) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთების/საშუალებების, ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვა საგნების ამანათის სახით მიღების უფლება.

 4. იმ ქალი მსჯავრდებულის, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანისას დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შესაძლებელია დედასთან ერთად ბავშვიც იქნეს გაყვანილი.

 5. საერთო პროფილის საავადმყოფოში 3 წლამდე ბავშვის გაყვანის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, როგორც წესი, ქალი მსჯავრდებული გაყვანილი უნდა იქნეს შვილთან ერთად. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დეპარტამენტის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.“.

 68. 125-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

 „8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა საქართველოს სახალხო დამცველთან შეთანხმებით მოამზადოს და არაუგვიანეს 2016 წლის 1 აგვისტოსი გამოსცეს ბრძანება ამ კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული წესის დამტკიცების შესახებ.“.

 69. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1251 და 1252 მუხლები:

 „მუხლი 1251. ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია და სამართალმემკვიდრეობა

 1. 2015 წლის 1 ივლისს ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. ამის გათვალისწინებით რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაცია არ იწვევს მის დაქვემდებარებაში მყოფი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებების ლიკვიდაციას.

 2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისათვის შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივნისისა შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომლის წევრთა შორის უნდა იყვნენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

 4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები და განახორციელოს აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებები.

 5. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებები რეორგანიზებულ იქნენ პენიტენციურ დაწესებულებებად. რეორგანიზაციის დასრულებამდე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებები ინარჩუნებენ 2015 წლის 30 ივნისისთვის არსებულ სტრუქტურას და განაგრძობენ ფუნქციონირებას და უფლებათა განხორციელებას და მოვალეობათა შესრულებას 2015 წლის 30 ივნისისთვის არსებული წესით. კონკრეტული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებისთვის რეორგანიზაცია დასრულდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ ამ დაწესებულების დებულებისა და საშტატო რიცხოვნობის დამტკიცებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 სექტემბრისა. ამ თარიღამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გამოსცეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებების რეორგანიზაციისთვის საჭირო სამართლებრივი აქტები და განახორციელოს აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებები.

 6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა 2015 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა და ამ კოდექსით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა. ამასთანავე, არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მინისტრის მიერ გამოცემული ახალი აქტების ძალაში შესვლამდე.

 7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გაუქმებამდე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს აქტები ამ კოდექსის ნორმებს.

 8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.

 9. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმოებაში არსებული საქმეები გადაეცეს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს/ერთეულებს. აღნიშნული საქმეების განხილვის ვადის დინება ხელახლა დაიწყება, თუ ამ საქმეების განხილვის მიმდინარე ვადაში დასრულება ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელია.

 

 მუხლი 1252. რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას პირის (მოსამსახურის) თანამდებობაზე გადაყვანა

 1. ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის არის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს მოსამსახურე და მუშაობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოში, ადმინისტრაციულ სამმართველოში, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში, საფინანსო სამმართველოში ან მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოში, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში სხვა თანამდებობაზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება.

 2. ის მოსამსახურე, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის მუშაობს მოვალეობის შემსრულებლად და სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოში, ადმინისტრაციულ სამმართველოში, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოში, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში, საფინანსო სამმართველოში ან მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოში, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნეს მოვალეობის შემსრულებლად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში სხვა თანამდებობაზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

 3. ის მოსამსახურე, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების სოციალურ განყოფილებაში, საზოგადოებრივ მისაღებში, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში, კანცელარიაში, ბუღალტერიაში, კადრებში ან არის დაწესებულების უფროსი ინსპექტორი (იურისტი) ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურე, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალურ სამსახურში, პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურში ან პენიტენციური დაწესებულების იმ სამსახურში, რომელიც ახორციელებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფას, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება.

 4. ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის მუშაობს მოვალეობის შემსრულებლად და სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების სოციალურ განყოფილებაში, საზოგადოებრივ მისაღებში, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში, კანცელარიაში, ბუღალტერიაში, კადრებში ან არის დაწესებულების უფროსი ინსპექტორი (იურისტი) ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურე, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნეს მოვალეობის შემსრულებლად პენიტენციური დეპარტამენტის სოციალურ სამსახურში, პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურში ან პენიტენციური დაწესებულების იმ სამსახურში, რომელიც ახორციელებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფას, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

 5. ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან/და სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურე, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება.

 6. ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის მუშაობს მოვალეობის შემსრულებლად და სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ან/და სამედიცინო დეპარტამენტში, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნეს მოვალეობის შემსრულებლად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში იმავე ან სხვა თანამდებობაზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

 7. თუ ამ მუხლის პირველი–მე-6 ნაწილებით განსაზღვრული პირი უარს განაცხადებს შეთავაზებულ თანამდებობაზე გადაყვანაზე, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურე გაათავისუფლოს სამსახურიდან ლიკვიდაციის გამო. ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მოსამსახურეს უნდა მიეცეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია.“.

 70. 127-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

 

 მუხლი 2

 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–68-ე ნაწილებისა და 70-ე ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–43-ე ნაწილები, 44-ე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, 45-ე–68-ე ნაწილები და 70-ე ნაწილი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

 3. ამ კანონის პირველი მუხლის 44-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 მაისი 2015 წ.

N3523-IIს