დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აღსრულების ეროვნული ბიურო - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1999 -14 (შპს "ჯორჯიან ფორესთი"-ს კრედიტორთა კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/1999-14 |
| დოკუმენტის მიმღები | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 21/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე № 2/ 1999-14
ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან
2015 წლის 21 აპრილი
ქ. ქუთაისი
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ნოდარი გიორგიძე
კრედიტორთა კრებას ესწრებოდნენ:
განმცხადებელი: შპს ,,ჯორჯიან ფორესთის’’ დირექტორი აკაკი თოდუა.
წარმომადგენლები - პავლე აბოვიანი, ირმა ტოგონიძე
გაკოტრების მმართველი- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მიხეილ ლომთაძე;
კრედიტორები: სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე;
სს საქართველოს ბანკის წარმომადგენელი თამარ ბაბილუა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ომარი ქუთათელაძე
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ჯორჯიან ფორისთის” კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 201 5 წლის 22 მაისს, 13:30 საათზე , შემდეგი დღის წესრიგით:
ა ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება .
2 . კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.
4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
სხდომის თავმჯდომარე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ნოდარი გიორგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები