აღსრულების ეროვნული ბიურო -ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1251 "მშენებელი -2000"-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
აღსრულების ეროვნული ბიურო -ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1251 "მშენებელი -2000"-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/1251
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 30/04/2015
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/1251
30/04/2015
ვებგვერდი, 07/05/2015
აღსრულების ეროვნული ბიურო -ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1251 "მშენებელი -2000"-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/ 1251

 

 

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2015 წლი 30 აპრილი

. ქუთაისი

 

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა შპს ,,მშენებელი-2000’’-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

:

 

 2012 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,მშენებელი 2000’’-ის დირექტორის ნოდარ თებიძის განცხადება მიღებულ იქნეს წარმოებაში.

 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს ,,მშენებელი 2000’’-ის (ს/კ 248387455) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, ამასთან შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი.

 2015 წლის 27 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს დისკოს დირექტორმა ზვიად კონცელიძემ და განმარტა, რომ მათ არაერთგზის მიმართეს შპს ,,მშენებლი 2000’’-ის მეურვეს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში ცვლილების შეტანის თაობაზე, რაზეც პასუხი არ მიუღიათ.

 სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს ,,მშენებლი 2000’’-ის კრედიტორთა კრება.

 სასამართლომ იხელმძღვანელაგადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და

 

:

 

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,მშენებელი 2000’’-ის კრედიტორთა კრება 201 5 წლის 21 მაისს, 14:30 საათზე , დღის წესრიგით - კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში ცვლილების შეტანა.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის . 11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი 3).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.

4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე                                                                გენადი მაკარიძე