"ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1051
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.05.001.000.287
  • Word
1051
11/11/1997
პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
040.050.000.05.001.000.287
"ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

I. „ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 2 მაისის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-95 წწ., №27-30, მუხ. 600) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველო“, ხოლო სიტყვები „კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო“ შეიცვალოს სიტყვებით „საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5

1. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ეროვნული საარქივო ფონდის შევსების, შენახვის, დაცვისა და გამოყენებისათვის. სახელმწიფო ამ ვალდებულებას ასრულებს და საარქივო საქმეს მართავს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით.

2. საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის შექმნას და შევსებას, დოკუმენტების აღრიცხვას, აღწერას, დაზიანებული დოკუმენტების კონსერვაცია-რეგისტრაციას და მიკროფილმირების საშუალებით სადაზღვევო ფონდების შექმნას, აგრეთვე ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ხელმისაწვდომობას კანონით დადგენილ ფარგლებში“.

3. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-10 მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები „მე-9 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტებში“ შეიცვალოს სიტყვებით „მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში,“ ხოლო მე-3 აბზაცში სიტყვები „მე-9 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტებში“ შეიცვალოს სიტყვებით „მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში“.

5. მე-12 მუხლის მეორე აბზაცის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვა „დეპარტამენტს“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო დეპარტამენტებს“, „დ“ ქვეპუნქტში სიტყვები „გარემოს დაცვის სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს“, ხოლო „ე“ ქვეპუნქტში სიტყვები „მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტს“ შეიცვალოს სიტყვებით „სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტს“.

6. მე-15 მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს წინადადებების გათვალისწინებით“ შეიცვალოს სიტყვებით „საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი“.

7. მე-19 მუხლის მე-2 აბზაცის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვის „შესახებ“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „საქართველოს“.

8. 27-ე მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტთან“ შეიცვალოს სიტყვით „პრეზიდენტთან“.

9. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 11 ნოემბერი.

№1051-Iს