„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3536-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190040.05.001.017750
3536-IIს
01/05/2015
ვებგვერდი, 18/05/2015
010190040.05.001.017750
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 201) 151 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 151. პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება

პარლამენტის წევრს შეიძლება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 მაისი 2015 წ.

N3536-IIს