სს "კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა" -ს განცხადება აქციონერთა ყოველწლიური საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს "კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა" -ს განცხადება აქციონერთა ყოველწლიური საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს"კავკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა"
მიღების თარიღი 05/05/2015
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
05/05/2015
ვებგვერდი, 07/05/2015
სს "კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა" -ს განცხადება აქციონერთა ყოველწლიური საერთო კრების მოწვევის შესახებ
ს.ს"კავკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა"

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“

აქციონერთა ყოველწლიური საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს ყოველწლიურ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2015 წლის 28 მაისს, 11:00 საათზე მისამართზე: ქ. თბილისი, ლიბერთი თაუერი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74, მე–9 სართული.

 

დღის წესრიგი:

 

1. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ 2014 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების განხილვა და დამტკიცება;

2. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას “ 2015 წლის აუდიტორის არჩევა;

3. ცვლილება სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში;

4. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ მისამართის ცვლილება

5. სხვა მიმდინარე საკითხები.

დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ დაწვრილებით ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატში. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტების მოთხოვნა დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოსაგან როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში 2015 წლის 18 მაისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერთა 2015 წლის 28 მაისის ყოველწლიურ საერთო კრებაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრი“, 2014 წლის 17 აპრილის (საერთო კრების სააღრიცხვო თარიღი) მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2015 წლის 18 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №74

 

გენერალური დირექტორი                                                              თამაზ მიქაძე