„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 201
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.018586
201
06/05/2015
ვებგვერდი, 06/05/2015
010320000.10.003.018586
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №201

2015 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ (დანართი №1) 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 32

1. მთავარი საჯარო თანამდებობა:

ა) საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) უფროსი;

ბ) სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;

გ) სამსახურის უფროსის მოადგილე.

2. წამყვანი საჯარო თანამდებობა:

ა) სამსახურის დირექტორატის უფროსი;

ბ) სამსახურის უფროსის მრჩეველი;

გ) ინსტრუქტორ-კონსულტანტი;

დ) სამსახურის დირექტორატის უფროსის მოადგილე;

ე) მთავარი სამმართველოს უფროსი;

ვ) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ზ) სამსახურის სამმართველოს უფროსი;

თ) სამსახურის ინსტრუქტორი;

ი) სამსახურის დაზვერვის ოფიცერი (შესაბამისი კატეგორიის მიხედვით);

კ) სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ლ) სამსახურის ექსპერტ-ანალიტიკოსი;

მ) სამსახურის განყოფილების უფროსი;

ნ) სამსახურის სპეციალისტი (შესაბამისი კატეგორიის მიხედვით).

3. უფროსი საჯარო თანამდებობა:

ა) სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;

ბ) სამსახურის დაზვერვის ოფიცერი (კატეგორიის გარეშე);

გ) სამსახურის სპეციალისტი (კატეგორიის გარეშე);

დ) სამსახურის მთავარი ბუღალტერი.

4. უმცროსი საჯარო თანამდებობა:

ა) სამსახურის დაცვის ოფიცერი;

ბ) სამსახურის ოპერატიული მორიგე;

გ) სამსახურის დაცვის თანამშრომელი;

დ) სამსახურის მძღოლი;

ე) სამსახურის დამხმარე მოსამსახურე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი