დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 200 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130040000.10.003.018585 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2014, 130040000.10.003.017794) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ოპერატიული დირექტორატი – უზრუნველყოფს, სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სადაზვერვო გეგმის შესაბამისად, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას, ასევე ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას; ბ) ანალიტიკური დირექტორატი – ახორციელებს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ღია წყაროებიდან, სამსახურის მიერ მოპოვებული და სამსახურში შესული სადაზვერვო ინფორმაციის დამუშავებას, დაგროვებასა და ანალიზს, მონაწილეობს ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველყოფაში; გ) ადმინისტრაციული დირექტორატი − ახორციელებს სამსახურის საკადრო, სამართლებრივ, საფინანსო-სამეურნეო, მატერიალურ უზრუნველყოფას, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას, საპროტოკოლო ღონისძიებებს, სამსახურის საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაციას, უზრუნველყოფს ოპერატიულ აღრიცხვასა და საარქივო წარმოებას, მონაწილეობს ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველყოფაში; დ) უსაფრთხოების დირექტორატი − უზრუნველყოფს სამსახურის საკუთარ უსაფრთხოებას, ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ინსპექტირებას და ახორციელებს ოპერატიულ საქმიანობას; ე) სპეციალური მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (დირექტორატი) – ახორციელებს სამსახურის, სხვა სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა სპეციალურ მომზადებასა და გადამზადებას, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და მონაწილეობს ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველყოფაში; ვ) ტექნიკური დაზვერვის დირექტორატი – უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შეიმუშავებს და ახორციელებს ტექნიკური უსაფრთხოების ღონისძიებებს, როგორც სამსახურში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს დიპლომატიურ და სხვა დაწესებულებებში, მონაწილეობს ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველყოფაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები