დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და დანამატის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №127 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 198 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130070000.10.003.018583 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და დანამატის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №127 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 11/02/2014, 130070000.10.003.017746) შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
დანართი №2
დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო კატეგორიის მიხედვით
შენიშვნა: დაზვერვის ოფიცერს კატეგორიას ანიჭებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.“.
2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №3:
„დანართი №3
სპეციალისტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო კატეგორიის მიხედვით
შენიშვნა: სპეციალისტს კატეგორიას ანიჭებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.“.
13. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. განისაზღვროს დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოსა და კატეგორიების შემდეგი შესაბამისობა: ა) მეათე კატეგორია − სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; ბ) მეცხრე კატეგორია − სამსახურის უფროსის მოადგილე; გ) მერვე კატეგორია − დირექტორატის უფროსი, სამსახურის უფროსის მრჩეველი; დ) მეშვიდე კატეგორია − დირექტორატის უფროსის მოადგილე, ინსტრუქტორ-კონსულტანტი, მთავარი სამმართველოს უფროსი; ე) მეექვსე კატეგორია − სამმართველოს უფროსი, ინსტრუქტორი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; ვ) მეხუთე კატეგორია − სამმართველოს უფროსის მოადგილე, ექსპერტ-ანალიტიკოსი; ზ) მეოთხე კატეგორია − განყოფილების უფროსი; თ) მესამე კატეგორია − განყოფილების უფროსის მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები