„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 192
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.018577
192
06/05/2015
ვებგვერდი, 06/05/2015
010320000.10.003.018577
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №192

2015 წლის 6 მაისი

ქ.თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრს (№1 დანართი) დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

„თავი III1

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობები

მუხლი 31

1. მთავარი საჯარო თანამდებობა:

ა) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს (შემდგომში - საბჭო) მდივანი;

ბ) საბჭოს მდივნის მოადგილე;

გ) დეპარტამენტის დირექტორი;

დ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

ე) სამსახურის უფროსი.

2. წამყვანი საჯარო თანამდებობა:

ა) უფროსი მრჩეველი;

ბ) მრჩეველი.

3. უმცროსი საჯარო თანამდებობა:

ა) წამყვანი სპეციალისტი;

ბ) სპეციალისტი.“.

მუხლი 2
          დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი