„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3521-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010110020.05.001.017711
3521-IIს
30/04/2015
ვებგვერდი, 14/05/2015
010110020.05.001.017711
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი, მუხ. 121) დანართით „სოფლების, თემების და დაბების ჩამონათვალი, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება“ გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლების, თემების და დაბების ჩამონათვალის:

  ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „11. ბეღლეთი“;

  ბ) 116-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „116. ქედლები“;

  გ) 198-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „198. ტაკიძეები (დანდალოს თემი), ტაკიძეები (ჭვანის თემი), ტომაშეთი, ქედა, ქვედა ჩხუტანეთი, ქედქედი, ქვემო თხილვანა, ღორჯომელაძეები, ღორჯომი, ყინჩაური, წაბლიანი, შუშანეთი, შურმული, ჩეტკიძეები, ცხემლნარა, ძაბლავეთი, ჭერი, ჯვარიეთი, ქედის რაიონის სოფელი ნამონასტრევი, შუახევის რაიონის სოფელი წაბლანა და დაბა შუახევი.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 აპრილი 2015 წ.

N3521-IIს