„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 49/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016955
49/ნ
20/05/2015
ვებგვერდი, 20/05/2015
430030000.22.022.016955
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №49/ნ

2015 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე  ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) შეტანილ იქნეს ცვლილება და  ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15-მე-17 პუნქტები:

,,15. 2014 წლის შემოდგომის ტესტირებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საზოგადოებრივი კოლეჯის  „ოპიზარის“ ინტერნეტტექნოლოგის (ვებსპეციალისტის) (კოდი - 040151) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე აპლიკანტთა მიღება ჩაითვალოს გამოცხადებულად.

16. სპეციალურ პროგრამაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საზოგადოებრივი კოლეჯის  „ოპიზარის“ მიერ 2014 წლის შემოდგომის ტესტირებაზე ვებსპეციალისტის პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამაზე (კოდი - 040156) რეგისტრირებული ინფორმაცია ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საზოგადოებრივი კოლეჯის  „ოპიზარის“ ინტერნეტტექნოლოგის (ვებსპეციალისტის) (კოდი - 040151) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ინფორმაციად.

17. 2014 წლის შემოდგომის ტესტირებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საზოგადოებრივი კოლეჯის  „ოპიზარის“ ვებსპეციალისტის პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამაზე (კოდი - 040156) რეგისტრირებული აპლიკანტები ჩაითვალონ ამავე კოლეჯის ინტერნეტტექნოლოგის (ვებსპეციალისტის) (კოდი - 040151) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე  რეგისტრირებულებად."

მუხლი 2
ამ ბრძანების შესრულების მიზნით დაევალოს:

1.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, 2014 წლის შემოდგომის ტესტირებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საზოგადოებრივი კოლეჯის  „ოპიზარის“ ვებსპეციალისტის პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამაზე (კოდი - 040156) რეგისტრირებული აპლიკანტების ამავე კოლეჯის ინტერნეტტექნოლოგის (ვებსპეციალისტის) (კოდი - 040151) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე  განაწილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –  საზოგადოებრივ კოლეჯ  „ოპიზარს“ ვებსპეციალისტის პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამაზე (კოდი - 040156) რეგისტრირებული აპლიკანტების ამავე კოლეჯის ინტერნეტტექნოლოგის (ვებსპეციალისტის) (კოდი - 040151) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე  ჩარიცხვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე