დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.107.016171 |
|
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის №33 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 10/11/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.107.016155) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი: „მუხლი 131. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტს გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა მოეთხოვება: ა) უმაღლესი, საშუალო-სპეციალური ან საშუალო-ტექნიკური განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი: „მუხლი 371. გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი. გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსს გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 34-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. 3. დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 372 მუხლი: „მუხლი 372. გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი. გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროს სპეციალისტს გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 34-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება: ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები