დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის N05/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/55 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.054.016180 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის N05/04 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) ბრძანების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, კარგად; გ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტების მართვის გამოცდილება. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა.“
ბ) ბრძანების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს სპეციალისტი კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სავალდებულო ინგლისური კარგად; გ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტების მართვის გამოცდილება. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა.“
გ) ბრძანების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის რეგიონალური პროგრამების სამმართველოს სპეციალისტი კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის რეგიონალური პროგრამების სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ა.ე)საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ა.ვ) საქართველოს კანონი „საავტორო უფლებების შესახებ“ ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო - იურიდიული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: არანაკლებ ერთი უცხოენის ცოდნა, კარგად; გ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტების მართვის გამოცდილება. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები