მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულოს წევრის უფლებამოსილებების არაჯეროვნად განხორციელებისათვის დამატებითი ღონისძიების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულოს წევრის უფლებამოსილებების არაჯეროვნად განხორციელებისათვის დამატებითი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016196
17
04/05/2015
ვებგვერდი, 08/05/2015
010250050.35.159.016196
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულოს წევრის უფლებამოსილებების არაჯეროვნად განხორციელებისათვის დამატებითი ღონისძიების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №17

2015 წლის 4 მაისი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების არაჯეროვნად განხორციელებისათვის დამატებითი ღონისძიების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის (გ) ქვეპუნქტის და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებით დამტკიცებული მარნეულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე, ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებემოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბერის №29 დადგენილების გათვალისწინებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს სხდომების, რიგგარეშე სხდომებისა და კომისიების მუშაობაში არასაპატიო მიზეზით მონაწილეობას არ მიიღებს ერთი თვის განმავლობაში, შეუმცირდეს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის დაწესებული ხარჯი 30%-ით, ხოლო განმეორებით, შემდეგი თვის საკრებულოს სხდომის გაცდენის შემთხვევაში, ყოველთვიური უფლებამოსილების განხორციელებისათვის განსაზღვრული ზღვრული მოცულობით, 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს 2015 წლის 1 ივნისიდან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი