დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 დეკემბრის N22 დადგენილებაში (010250020.35.150.016068) ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.150.016085 |
|
„ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 დეკემბრის №22 დადგენილებაში (010250020.35.150.016068) ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
„ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 დეკემბრის №22 დადგენილებაში (010250020.35.150.016068) შეტანილი იქნეს ცვლილებები და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; გ) სასურველია კონკურსანტი იყოს იძულებით გადაადგილებული პირი, ჰქონდეს დევნილებთან მუშაობის გამოცდილება; დ) კონკურსანტს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: დ.ა.) საქართველოს კონსტიტუცია; დ.ბ.) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია; დ.გ.) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს ორგანული კანონი; დ.დ.) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ.ე.) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ.ვ.) ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; დ.ზ.) კონკურსანტს შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: დ.ზ.ა.) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“; დ.ზ.ბ.) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის დადგენილება №5 „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 2 |
ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ სრული საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება, მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 3 |
ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ სრული საშუალო განათლება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 4 |
გამგეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ სრული საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 5 |
დადგინდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის ტესტირების ეტაპის გადალახვისათვის საჭირო ქულათა მინიმალური ზღვარი – სწორი პასუხების არანაკლებ 50%. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები