„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის N114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის N114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016954
48/ნ
20/05/2015
ვებგვერდი, 20/05/2015
040030000.22.022.016954
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის N114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №48/ნ

2015 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 103 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში (სსმ, 154, 25.11.2010წ. სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.016.029) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:

1.  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) ,,ა’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ)  ,,გ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) ,,ლ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.“

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. ცენტრის დირექტორის დანიშვნის  წესი

ცენტრის დირექტორს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“

4. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები.“

5. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 19. გარდამავალი დებულებანი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მოქმედი დირექტორის უფლებამოსილება გრძელდება დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე