დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამებში, 2015-2016 წლების მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 191 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 019002006.10.003.018576 |
|
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამებში, 2015-2016 წლების მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ
|
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული საექიმო სპეციალობის მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამებში, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდეს შემდეგი სახის დაფინანსება:
1. გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული საექიმო სპეციალობის მაძიებლების (შემდგომში − დაზარალებული მაძიებლები), 2015-2016 წლების დაფინანსება განხორციელდეს განათლების ვაუჩერის მეშვეობით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის (შემდგომში - სამინისტრო) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში (პროგრამული კოდი: 35 03 04). 2. განათლების ვაუჩერი წარმოადგენს ამ მუხლით განსაზღვრული, დაზარალებული მაძიებლებისათვის განკუთვნილ, არამატერიალიზებული ფორმის ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია განათლების დასაფინანსებლად. 3. დაზარალებული მაძიებლები ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით. 4. განათლების ვაუჩერის განაღდება ხორციელდება დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე დაწესებულებებიდან/სასწავლებლებიდან წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. ვაუჩერის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე დაწესებულებებისათვის/სასწავლებლებისათვის ერთჯერადად, არა უმეტეს 1 წლის სწავლების საფასურის ანაზღაურების ოდენობით. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს დაზარალებულმა მაძიებელმა, რომლის ოჯახმაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შედეგად, მიიღო ქონებრივი ზიანი და რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოპოვებული აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა და გადის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამას, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, გაიცემა გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების მიერ, 2015 წლის პირველი სექტემბრის ჩათვლით, „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №257 დადგენილებით შექმნილი, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიისათვის (შემდგომში - კომისია) ან/და სამინისტროსათვის ოფიციალურად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 7. კომისია მიწოდებულ ინფორმაციას გადასცემს, ასევე, სამინისტროს, რომელიც, მის საფუძველზე, დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე იმ დაწესებულებებიდან/სასწავლებლებიდან, სადაც დაზარალებული მაძიებლები გადიან დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას), მოიპოვებს ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას, 2015-2016 წლებში მათი მზადების დაფინანსებისათვის საჭირო ასიგნებების შესახებ. 8. დაზარალებულ მაძიებელთა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის საფუძველზეც, სამინისტრო უზრუნველყოფს განათლების ვაუჩერის განაღდებას (სწავლების საფასურის ანაზღაურებას), შესაბამის დაწესებულებასთან/სასწავლებელთან, სადაც დაზარალებული მაძიებლები გადიან დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას). |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები