„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016234
26
04/05/2015
ვებგვერდი, 07/05/2015
190020020.35.158.016234
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2015 წლის 4 მაისი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილებით (ვებგვერდი, 31/12/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.158.016207) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მეორე პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა შემთხვევაში, დაზიანებული (ან დაუსრულებელი) საცხოვრებელი სახლების აღდგენა (დასრულება) მოხდება (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა) შემდეგი კატეგორიის ოჯახებისათვის:

ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს);

ბ) სტიქიის შედეგად მაღალმთიანი რაიონებიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული, სოციალურად დაუცველი ოჯახები (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს), რომელთა საცხოვრებელი სახლებიც  არ არის საცხოვრებლად ვარგისი:

გ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს და რომლებსაც 57000-დან 100000-მდე ქულა მინიჭებული აქვთ 2014 – 2015 წლებში), რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი და საცხოვრებელი სახლები არ არის საცხოვრებლად ვარგისი.“;

დ) სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს), რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი