„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 30/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.167.016210
22
01/05/2015
ვებგვერდი, 07/05/2015
010260020.35.167.016210
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2015 წლის 1 მაისი

ქ. ლაგოდეხი

 

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ“  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის  №20  დადგენილებაში.
მუხლი 2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში განხორციელებულ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. გამგეობის დებულების მე-6 მუხლის მესამე პუნქტის ,,ა.ვ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. მუნიციპალიტეტის გამგებელი

3. გამგებელი:

ა.ვ) ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) ახორციელებს თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის ,,ა.ა“, ,,ა.გ“, ,,ბ.ა“, ,,ბ.გ“, ,,დ.კ“, ,,ე.ვ“ და ,,ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს.“

2. გამგეობის დებულების მე-8  მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3
1. გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს გამგეობის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის დავალებების შესრულებას, თავისი  უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ -სამართლებრივ აქტებს.“
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე