დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.105.016215 |
|
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის № 20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად;ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის № 20 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ს/ნ 010260020.35.105.016166, 05/09/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. სამსახურის იურიდიული განყოფილების ფუნქციები სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს: ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ე) მოქალაქეთა კონსულტირებასა და მომსახურებას ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში. ვ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებზე განცხადების მიღებასა და დოკუმენტების გაცემას ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში ზ) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ფუნქციაში შემავალი ყველა სერვისის მომსახურებას ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში. თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებზე განცხადების მიღებასა და დოკუმენტების გაცემას ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში; ი) სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სერვისებზე განცხადების მიღებასა და დოკუმენტების გაცემს ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში; კ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები