დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340010.35.152.016223
16
01/05/2015
ვებგვერდი, 07/05/2015
010340010.35.152.016223
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2015 წლის 1 მაისი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესი დანართი N1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი



დანართი N1
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესი

მუხლი 1
1. წინამდებარე წესი არეგულირებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა  კატეგორიებს,  მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

2.     ამ წესის მიზნებისათვის სტუდენტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, ასევე პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით;

3. დაფინანსების საბიუჯეტო პროგრამის დასრულების ვადაა 2015 წლის 31 დეკემბერი.

მუხლი 2
1. დახმარების ყოველთვიური ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 22 ლარს თითოეული სტუდენტისათვის;

  2. სტუდენტების დაფინანსება განხორციელდება მთელი წლის განმავლობაში, გარდა ივლისის, აგვისტოს და თებერვლის თვეებისა;

მუხლი 3
1. დახმარების პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა სიას ადგენს გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და ამტკიცებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

 2. სიის განახლება უნდა განხორციელდეს მინიმუმ ერთხელ მაინც ყოველ სასწავლო სემესტრში;

 3. დახმარების პროგრამაში მონაწილეობისათვის სტუდენტმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს განცხადება და სათანადო დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება დაფინანსების პერიოდში სწავლის ფაქტი (ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და ა.შ.) და დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი;

მუხლი 4
1. სტუდენტების დაფინანსება უნდა მოხდეს დამტკიცებული სიის მიხედვით, შემდეგი წესით:

ა) დაფინანსების პერიოდის პირველი თვის დასაწყისში გამგეობის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ოდენობის თანხის ჩარიცხვა სპეციალურ სამგზავრო ბარათზე;

ბ) ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში გამგეობა უზრუნველყოფს სტუდენტის სამგზავრო ბარათის შევსებას მე-2 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობამდე;

გ) დაფინანსების პერიოდის დასრულებისათვის სამგზავრო ბარათზე დარჩენილი ნაშთი დაუბრუნდება დუშეთის მუნიციპალიტეტს.

2. სტუდენტის სამგზავრო ბარათით შესაძლებელია ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებით  მგზავრობის ღირებულების გადახდა, რომელშიც დამონტაჟებულია სპეციალური ტერმინალი;

3. დაუშვებელია სტუდენტის სამგზავრო ბარათზე არსებული თანხის გამოტანა ან ბარათის გამოყენება სხვა მიზნით;

4.სტუდენტის მიერ სამგზავრო ბარათზე არსებული თანხის გამოტანის ან ბარათის სხვა მიზნით გამოყენების შემთხვევაში გამგებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე;

მუხლი 5
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.