დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.35.152.016222 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, საქართველო კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“, დანართი N1-ის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები”, დანართი N2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 ნოემბრის N36 დადგენილება (matsne.gov.ge, 01/12/2014, ს/კ: 010340000.35.152.016200); |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი N1
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შედგება მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან;
2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება ატესტაციისა და კონკურსის პროცესში მოხელის (კანდიდატის) პროფესიული ცოდნის და უნარების შეფასებისათვის. |
მუხლი 2.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
1. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა და სავალდებულოა კონკურსს (ატესტაციას) დაქვემდებარებული ყველა საჯარო მოხელისათვის;
2. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები გულისხმობს ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარის ქონას და შემდეგი საკითხების ცოდნას: ა) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით გათვალისწინებული თემატიკა; ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; გ) დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება. |
მუხლი 3.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
1. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარდა, საკრებულოს აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებით დგინდება სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც;
2. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება №1 დანართით. |
მუხლი 4.
მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის და მოხელის ატესტაციის ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარი |
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის და მოხელის ატესტაციის ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღვროს პასუხების 55%-ით; |
დანართი N2
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები