დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.102.016118 |
|
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge31/12/2014; 270070000.35.102.016099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ონკოლოგიურად დაავადებული პირების მკურნალობის, დიაგნოსტიკის და მათთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და მედიკამენტების ხარჯები“. 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: ,,ბ1) დევნილის მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი, ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა“. 3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) დევნილის მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი, ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა“. 4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დევნილის მოწმობის ასლი, ახლო ნათესავის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი, ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა“. 5. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „მუხლი 20 . ოპერაციების დაფინანსება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების ოპერაციები და მასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. ამ მუხლით განსაზღვრული დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. 3. დახმარების მისაღებად პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) დევნილის მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე; ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე“. 6. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-22 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) დევნილის მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი, ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები