"ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 45, 28/10/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 12/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 300.040.000.05.001.000.277
  • Word
1010
28/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 45, 28/10/1997
300.040.000.05.001.000.277
"ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 27 ივლისის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №9, მუხ. 189) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველო“, სიტყვები ,,სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები“ – სიტყვებით ,,აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები“, სიტყვები ,,საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი“ – სიტყვებით ,,საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო“, სიტყვები „მეურნე სუბიექტი“ შეიცვალოს სიტყვით „მეწარმე“.

2. „ზოგადი დებულებანის“ მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ფასების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, საბაზრო ფასწარმოქმნის ფორმირებისა და ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლებს, მეწარმეთა, მოქალაქეთა, სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის  და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ძირითად უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას ფასწარმოქმნის სფეროში“.

3. პირველი მუხლის:

ა) პირველი აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,ფასწარმოქმნის არსებული წესების დაცვის პირობებში“;

ბ) პირველი აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სამი აბზაცი:

„თავისუფალი (საბაზრო) ფასი შეიძლება იყოს საბითუმო (გასაცემი) და საცალო.

„საქონლის (მომსახურების) საბითუმო (გასაცემი) ფასი“ ეწოდება საწარმოს (საბითუმო ქსელის) ფასს, რომლის საქონელი (მომსახურება) არასაბოლოო მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და მოიცავს საწარმოს დანახარჯებს, მოგებასა და კანონმდებლობით დაწესებულ საგადასახადო განაკვეთებს.

,,საქონლის მომსახურების საცალო ფასი“ არის სავაჭრო ქსელში სარეალიზაციო ანუ საბოლოო მოხმარებისათვის გამიზნული ფასი, რომელიც მოიცავს საწარმოს საბითუმო (გასაცემ) ფასსა და სავაჭრო (საშუამავლო) ფასნამატს“.

გ) მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო რეგულირებადი ფასი (ტარიფი)“ ეწოდება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შეზღუდული კონკურენციის პირობებში განსაზღვრულ ფასს (ტარიფს);

დ) მე-5 აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვა ,,მნიშვნელოვნად “;

ე) მე-6 აბზაცში სიტყვები „საექსპორტო პროდუქციაზე საგარეო ბაზარზე უპატიოსნო“ შეიცვალოს სიტყვებით „ბაზარზე არაკეთილსინდისიერი“;

ვ) მე-7 აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,რომლითაც იფარება ამ ორგანიზაციის ხარჯები და წარმოიქმნება მისი მოგება“;

ზ) მე-8 აბზაცში სიტყვები „რომლის ხარჯზეც“ შეიცვალოს სიტყვით ,,რომლითაც“, ხოლო სიტყვა ,,მოგება “ – სიტყვით ,,შემოსავალი “.

თ) ამოღებულ იქნეს მე-10 აბზაცი.

4. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მეწარმე – ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწევა სამეწარმეო საქმიანობას“;

ბ) მე-3 აბზაცში სიტყვის ,,შედის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა ,,რეგულირებადი “.

5. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეწარმე ნებისმიერი გარიგების პროცესში, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, ფასს განსაზღვრავს თავისუფლად, გარიგების მონაწილე მხარეთა ინტერესების შეხამებისა და ურთიერთსარგებლიანი შეთანხმების მიღწევის საფუძველზე“.

6. მე-4 მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვა ,,სახის“ შეიცვალოს სიტყვით ,,სახეობის“, სიტყვა „შეთავაზებული“ – სიტყვით „შემოთავაზებული“, ხოლო სიტყვები ,,თავისუფალი (საბაზრო)“ ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩაითვალოს მე-2 და მე-3 პუნქტებად და მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,ან არბიტრაჟში,, და სიტყვა ,,არამართლზომიერი“, ხოლო პუნქტს სიტყვის ,,სფეროში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები ,,თუ ამ ქმედებებს იგი არამართლზომიერად მიიჩნევს“.

გ) ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მეწარმეს, მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს ფასების რეგულირების და ფასების კონტროლის ორგანოებში, აგრეთვე სასამართლოში გაასაჩივროს მიმწოდებლის მიერ ამ კანონის დარღვევით დადებული ხელშეკრულებით (გარიგებით) დადგენილი ფასები“.

7. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფასების განსაზღვრის დროს დაუშვებელია მეწარმის მიერ ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, აგრეთვე მეწარმეთა შეთანხმება (შეთანხმებული ქმედება), რომელიც ზღუდავს კონკურენციას; დაუშვებელია არაკეთილსინდისიერი კონკურენცია. გარიგება, რომელიც მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი, ან დემპინგური ფასის წარმოქმნას იწვევს, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლებისა ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესაბამისი ორგანოს ან დაზარალებული მხარის მიერ.

2. მეწარმე ვალდებულია ფასის განსაზღვრისას დაიცვას საქონლის (მომსახურების) თვითღირებულების განსაზღვრის წესი და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნები, გაითვალისწინოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადები, შენატანები, მოსაკრებლები და სხვა აუცილებელი გადასახდელები, უზრუნველყოს გასაყიდი საქონელი სასაქონლო ნიშნით, იარლიყით, ხარისხის სერტიფიკატით ან სხვა დოკუმენტაციით ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად“.

8. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფასების ფორმირების ზოგადი პირობების მოწესრიგება ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, პროცესების მარეგულირებელი შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით“;

ბ) პირველი პუნქტის მე-6, მე-10, მე-11 და მე-12 აბზაცები ამოღებულ იქნეს, მე-7 და მე-8 აბზაცები კი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბაზარზე მონოპოლიურად მაღალი (დაბალი) ფასების თავიდან აცილების მიზნით მონოპოლისტი მეწარმისათვის რენტაბელობის ზღვრული დონის ან ფიქსირებული ფასების გამოყენება;

ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ფასების დონის სტაბილურობის უზრუნველყოფა;“;

გ) მე-2 პუნქტს სიტყვების ,,სიტუაციიდან გამომდინარე,, შემდეგ დაემატოს სიტყვები ,,შეზღუდული კონკურენციის პირობებში“, მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს, მე-4 პუნქტი ჩაითვალოს მე-3 პუნქტად და ამოღებულ იქნეს სიტყვა ,,სრული“, ხოლო პირველ აბზაცს სიტყვის ,,ფასწარმოქმნის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა ,,პოლიტიკის“.

9. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს სიტყვები ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად“.

10. მე-9 მუხლის მე-2 აბზაცს სიტყვის ,,საიმპორტო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები ,,საქონელზე (მომსახურებაზე)“, ხოლო სიტყვა ,,რესპუბლიკის“ შეიცვალოს სიტყვით ,,ქვეყნის“.

11. IV კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კარი IV

აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობანი ფასწარმოქმნის სფეროში“.

12. მე-10 მუხლში:

ა) სათაურში სიტყვა ,,უფლებამოსილებანი“  შეიცვალოს სიტყვებით „უფლება-მოვალეობანი“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში ფასწარმოქმნის პოლიტიკის, ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვის კონტროლის ცენტრალური ორგანოა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე“;

გ) პირველი პუნქტის პირველი და მე-3 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კოორდინაციას უწევს ფასებისა და ფასწარმოქმნის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფოთაშორისი (სამთავრობათაშორისი) ხელშეკრულებების დასადებად ფასების შეთანხმებული პოლიტიკის გატარების თაობაზე,,;

დ) მე-4 აბზაცში სიტყვა ,,პარლამენტთან“ შეიცვალოს სიტყვით ,,პრეზიდენტთან,,, სიტყვა ,,გაყინვას,, – სიტყვით ,,ფიქსაციას“;

ე) მე-5 აბზაცს სიტყვის „განსაზღვრავს“ წინ დაემატოს სიტყვები ,,საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებთან ერთად შეზღუდული კონკურენციის პირობებში“;

ვ) მე-6 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აწესებს რეგულირებადი ფასების მოსალოდნელი ზრდის მომხმარებლისათვის წინასწარი შეტყობინების რეჟიმს“;

ზ) მე-7 აბზაცში სიტყვა ,,აწესებს“ შეიცვალოს სიტყვებით ,,შეათანხმებს სამინისტროებისა და უწყებების მიერ წარმოდგენილ“;

თ) მე-8 აბზაცი ამოღებულ იქნეს და დაემატოს შემდეგი შინაარსის სამი აბზაცი:

„იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ მონოპოლისტი მეწარმის ფასების რეგულირების თაობაზე დაყენებული საკითხის საფუძველზე ასეთი სუბიექტისათვის ფასების რეგულირების მეთოდის გამოყენებისა და კონტროლის განხორციელების შესახებ, თუ არ არსებობს ბუნებრივი მონოპოლიების ფასწარმოქმნის მარეგულირებელი სხვა ორგანო (კომისია).

განსაზღვრავს საქონლის (მომსახურების) თვითღირებულების საბითუმო და საცალო ფასების კალკულაციის წესს.

შეითანხმებს სამინისტროებისა და უწყებების მიერ გასაცემი ლიცენზიების სატარიფო განაკვეთებს“.

ი) მე-9 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფასების დონის სტაბილიზაციისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებთან ერთად ამზადებს წინადადებას ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის შესახებ“.

კ) მე-10, მე-11 და მე-14 აბზაცები ამოღებულ იქნეს.

ლ) მე-12 აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,სისტემატურ აღრიცხვას და რეგისტრაციას, მათი,,.

მ) მე-13 აბზაცს სიტყვის „ორგანოებში“ წინ დაემატოს სიტყვა ,,აღმასრულებელ“.

ნ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

13. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ტერიტორიაზე ფასების და ტარიფების სისტემატურ სტატისტიკურ აღრიცხვასა და რეგისტრაციას, მათი დინამიკის ანალიზს ახორციელებს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელსაც ენიჭება განსაკუთრებული უფლება დადგენილი წესით მიიღოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ინფორმაცია საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, განურჩევლად მათი დაქვემდებარებისა, საკუთრების ფორმისა და საქმიანობის სახეობისა და ოფიციალურად აქვეყნებს ინფორმაციას ფასებისა და ტარიფების დონეების, აგრეთვე მათი ცვლილებების შესახებ“.

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

14. მე-12 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლება–მოვალეობანი“;

ბ) ამავე მუხლში სიტყვები „ავტონომიური რესპუბლიკების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ხელისუფლებისა და მმართველობის“ შეიცვალოს  სიტყვებით „აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის“.

გ) პირველი პუნქტის პირველი და მე-2 აბზაცები გაერთიანდეს და სიტყვის „სფეროში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები ,,საქართველოში ფასწარმოქმნის ერთიანი პოლიტიკის შესაბამისად“.

15. მე-13 მუხლის მე-2 და მე-4 აბზაცები ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-3 აბზაცში სიტყვები ,,ფასწარმოქმნის ცენტრალურ ორგანოს“ შეიცვალოს სიტყვებით ,,ნორმატიული აქტების პროექტებს ფასწარმოქმნის საკითხებზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შესათანხმებლად“.

16. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს, მე-15 მუხლი ჩაითვალოს მე-14 მუხლად და შესაბამისად შეიცვალოს შემდეგი მუხლების ნუმერაცია.

17. მე-14 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები ,,რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექცია“ შეიცვალოს სიტყვებით ,,ეკონომიკის სამინისტრო მასთან არსებული ფასების ინსპექციის მეშვეობით“; ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ფასების ინსპექციის, მისი ცენტრალური აპარატის, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ხოლო მათ საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო“.

18. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განახორციელონ კონტროლი სახელმწიფო რეგულირებად ფასებზე“;

ბ) მე-2 აბზაცს სიტყვის ,,სუბიექტებისაგან,, შემდეგ დაემატოს სიტყვა ,,რეგულირებადი“;

გ) მე-4 აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,აგრეთვე მის საფუძველზე მიღებული ფასების სახელმწიფო რეგულირების ნორმატიული აქტების“, ხოლო სიტყვა ,,მე-17“ შეიცვალოს სიტყვით ,,მე-16“;

დ) მე-5 აბზაცი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-6 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოიყენონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციული ჯარიმა თანამდებობის პირების (მოქალაქეების) მიმართ, მათ მიერ ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობისა და ფასების რეგულირების ნორმატიული აქტების დარღვევის, ასევე რეგულირებადი ფასების დადგენისა და გამოყენების სისწორის შესამოწმებლად საჭირო მონაცემების წარმოუდგენლობის შემთხვევაში“.

ვ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

19. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეწარმის მიერ ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული მთელი უკანონო შემოსავალი, ასევე, იმავე ოდენობის საჯარიმო თანხა ფასების ინსპექციის წარდგინებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით“.

ბ) მე-2 აბზაცში სიტყვა ,,მისივე,, შეიცვალოს სიტყვით „იმავე“, სიტყვა „ზარალი“ – სიტყვით „ზიანი“, სიტყვები „დაბალი (დემპინგური)“ შეიცვალოს სიტყვებით „დაბალი ან დემპინგური“, ხოლო სიტყვები ,,გადაირიცხება სასამართლოს ან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით“ შეიცვალოს სიტყვებით ,,ამოიღება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

გ) მე-3 აბზაცი ამოღებულ იქნეს.

დ) მე-2 პუნქტში სიტყვები ,,მეურნე სუბიექტების ანგარიშსწორების ანგარიშიდან, შესაბამისი თანხის უდავო ჩამოწერის წესით“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო ინსპექციის მიერ ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით“.

ე) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

ვ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩაითვალოს მე-3 და მე-4 პუნქტებად და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევებში მხილებულ საწარმოთა (ორგანიზაციათა) ხელმძღვანელები, სხვა თანამდებობის პირები (მოქალაქეები) ისჯებიან ადმინისტრაციული ჯარიმით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მათი ქმედება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ადმინისტრაციული ჯარიმის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება დადგენილი წესით“.

ზ) მე-4 პუნქტში ციფრი „15“ შეიცვალოს ციფრით „25“.

II. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.

III. 1. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქართველოს კანონს ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ შეუსაბამოს ამ კანონთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტები.

2. იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც არ არის არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოები, მათ არჩევამდე ამ კანონით დადგენილი უფლებები ამ სფეროში გადაეცეთ „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილების შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 29 მაისის დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს.

IV. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

V. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №824 ,,სახელმწიფო რეგულირებადი ფასების (ტარიფების) პროექტების, ფასწარმოქმნის სხვა საკითხების გამო წინადადებათა წარდგენის განხილვის და დამტკიცების წესის შესახებ,, (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1993 წლის ნოემბერი);

ბ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №825 ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის (ფასების სახელმწიფო დისციპლინის) დაცვის კონტროლის შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1993 წლის ნოემბერი).

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 28 ოქტომბერი.

№1010–Iს