დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.138.016207 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/05/2015 - 31/01/2018)
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ტერმინთა განმარტებები, ცნებების მნიშვნელობა, ადგილობრივი გადასახადების გადამხდელი პირი, გადასახადების გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები და ვადები, აგრეთვე გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
|
| მუხლი 1 |
საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით). ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: |
ა)
2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე - 3-ჯერ; |
ბ)
2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე - 2-ჯერ; |
გ)
2004 წელს მიღებულ აქტივებზე - 1,5-ჯერ; |
დ)
იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით. |
| მუხლი 2 |
საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის, გარდა ამ დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. |
| მუხლი 3 |
სალიზინგო კომპანიისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების - 0,5 პროცენტის ოდენობით. |
| მუხლი 4 |
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით, შემდეგი ოდენობით: |
ა)
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობით. |
ბ)
100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9 პროცენტის ოდენობით. |
| მუხლი 5 |
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია ერთ ჰექტარზე: |
1.
სახნავი - 77 ლარი; |
2.
სათიბები (ბუნებრივი/გაკულტურებული) – 19 ლარი; |
3.
საძოვრები (ბუნებრივი/გაკულტურებული) – 15 ლარი; |
| მუხლი 6 |
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია ერთ ჰექტარზე (მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე) ამ დადგენილების მე-5 მუხლის 1-3 პუნქტებით დადგენილი შესაბამისი ოდენობით. |
| მუხლი 7 |
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთია
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 8 |
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი. |
| მუხლი 9 |
შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან განთავისუფლდეს: |
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები (მათ შორის, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიწის ნაკვეთები), რომლის ფართობი არ აღემატება 2000 კვადრატულ მეტრს. |
2.
ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი არ აღემატება 80 კვადრატულ მეტრს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები