დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის #22 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.136.016173 |
|
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №22 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №22 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი შინაარსის ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მესამე ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.კ" ქვეპუნქტი: „ე.კ) ითანხმებს ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვას, ამტკიცებს მათ საშტატო განრიგს, სასწავლო (საგანმანათლებლო) პროგრამებს და მისაღები კონტინგენტის ოდენობას, ახორციელებს მათ საქმიანობაზე კონტროლს და შემოწმებას, ასევე ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირების პარტნიორ(ებ)ის (დამფუძნებლის) უფლებამოსილებას; როგორც დამფუძნებელი პარტნიორი ღებულობს გადაწყვეტილებას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაქვემდებარებული კერძო სამართლის იურიდიული პირების დირექტორების დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ, ამტკიცებს კერძო სამართლის იურიდიული პირის წესდებას და ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირების მართვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმმედდეს გამოყვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები