დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016275 |
|
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისადმცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N45 დადგენილებაში (სსმ, 25.12.2014; 190020020.35.153.016250) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველ მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-7 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები 8 689,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
დ) დადგენილების მე-8 მუხლში და მე-8 მუხლის „ა“ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2 464,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის
„ა“ განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2 834,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
ე) დადგენილების მე-9 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ვ) დადგენილების მე-10 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-3 247,4) ათასი ლარის ოდენობით. ზ) დადგენილების მე-11 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-3 404,6 ) ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 3 404,6 ათასი ლარის ოდენობით.
თ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება დასუფთავების ღონისძიებები, სკვერების, მოედნების კეთილმოწყობის ღონისძიებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზების, საყრდენი კედლების, ხიდების და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2015 წელს დასრულდება შიდა საუბნო გზების მოწყობა სოფლებში: მუხათგვერდი, ნავდარაანთკარი, გალავანი; სოფ. ნავდარაანთკარში გზისპირა საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები; მიმდინარე წელს დაგეგმილია სოფ. ფრეზეთის და ბიწმენდი-ახატანის გზის რეაბილიტაცია. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა - შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, გარე განათება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, გაზგაყვანილობის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია, სარწყავი და სანიაღვრე არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია. 2.2.1 გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია რეაბილიტირებულ გზებზე. მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა. 2015 წელს დაგეგმილია სოფ. ძეგვში გარე განათების მოწყობის სამუშაოები, ასევე, გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელენერგიის ხარჯის დაფინანსება მუნიციპალიტეტის სოფლებში: საგურამო, აღდგომლიანთკარი, ნაოზა, მისაქციელი, წეროვანი, ახალსოფელი, მუხათგვერდი, ნიჩბისი, ძეგვი, მუხრანი, ციხისძირი; 2.2.2 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება - რეაბილიტაცია და გაწმენდა; 2015 წელს დაგეგმილია საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა სოფლებში: საგურამო, ძეგვი, წეროვანი, წინამძღვრიანთკარი, გალავანი; 2.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების დაქსელვა და არსებული წყლის რეზერვუარების გაწმენდა-შეკეთება და რეაბილიტაცია, სოფლის მოსახლეობისთვის სასმელი წყალის მიწოდება, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა; სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა, მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მაგისტრალებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება და გამრიცხველიანება, რეზერვუარების რეცხვა-დასუფთავება, დეზინფექცია; მოხმარებული და გახარჯული სასმელი წყლის გადასახადის ამოღება სემეკი-ს მიერ დამტკიცებული ტარიფის მიხედვით, მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სათავე ნაგებობების საქლორატორო სადგურების მოწყობა; მიმდინარე წელს დასრულდება 2014 წელს დაწყებული წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში: საგურამო, ჯიღაურა, ზაქარო, ბიწმენდი, ძეგვი, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, წილკანი, უფურეთი, ფრეზეთი, ახალდაბა, პატარა ქანდა, მუხრანი, ნაოზა, მისაქციელი, ნიჩბისი, კოტორაანთკარი, ძალისი, ვაზიანი, ქსოვრისი, მამკოდა, ქანდა; 2015 წელს დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო და გამრიცხველიანების სამუშაოები სოფლებში: ერედა, წილკანი, ნატახტარი, ქვემო ნიჩბისი, ნავდარაანთკარი, ნავაზი, მუხათწყარო, ლისი, მუხრანი, ფრეზეთი, წილკანი, ძალისი, ზაქარო, ნაფეტვრები, მსხალდიდი, ახალი ნიჩბისი, სასხორი, არაშენდა, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, ძეგვი, წოდორეთი, ერედა; სოფ. მუხრანში (ისტორიული უბნის) წყლის სისტემით დაქსელვა; 2.2.4 გაზგაყვანილობის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება 2014 წელს დაწყებული ამბულატორიების გაზიფიცირება სოფლებში - მუხრანი, ძეგვი, ქსანი, საბავშვო ბაღების გაზიფიცირება სოფლებში - ქსანი, ძეგვი, წილკანი, სოფ. გალავანში სპორტდარბაზის და ადმინისტრაციული შენობის გაზიფიცირება, წეროვნის ადმინისტრაციული შენობის გაზიფიცირება; ნატახტრის კულტურის სახლის გაზიფიცირება; 2015 წელს დაგეგმილია ქსოვრისში და ძეგვში ადმინისტრაციული შენობების გაზიფიცირება; სელექციის დასახლებაში საბავშვო ბაღის და ქსნის ბაგა-ბაღის გაზიფიცირება; 2.2.5 სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ესპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში განხორციელდება სარწყავი არხების მოწყობა-რეაბილიტაცია. 2015 წელს დაგეგმილია წეროვნის დევნილთა დასახლებაში სარწყავი სისტემის მოწყობა. 2.2.6 მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 06) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. მიმდინარე წელს დასრულდება ამბულატორიის ეზოს შემოღობვა და გაზიფიცირება სოფ. ლისში, წეროვანში და წილკანში (ლტოლვილთა დასახლებაში), მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შიდა სამშენებლო (გადასატიხრი) მასალების შესყიდვა, სოფ. წილკანში ლტოლვილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა, სოფ. ჩარდახში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია; 2015 წელს დაგეგმილია სოფ. ციხისძირის საბავშვო ბაღის მშენებლობის თანადაფინანსება; სოფელ წეროვანში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მშენებლობა; ადმინისტრაციული შენობების და მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების (სოფ. გალავანში, ნიჩბისში, მისაქციელში და სხვა) სარემონტო სამუშაოები; სოფ. ვაზიანში სარიტუალო სახლის ბუნებრივი აირის და ელ.ენერგიის ქსელში ჩართვა, სოფ. წეროვანში საბავშვო ბაღის მშენებლობა. 2.2.7 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 07) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში - ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. ქვეპროგრამის ფარგლებში 2015 წელს დაგეგმილია ნაგვის ურნების შესყიდვა. 2.2.8 სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების მოწყობა, კოლექტორების და მილგაყვანილობის რეაბილიტაცია ჩამდინარე წყლის (წვიმის ან სხვა სახის ჩამდინარე წყლის) წარმოშობის ადგილიდან ზედაპირული წყლების ადგილამდე გასატანად. 2015 წელს დაგეგმილია სოფ. წილკანში და წეროვანის ლტოლვილთა დასახლებაში სანიაღვრე არხების მოწყობა. 2.3 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება 2014 წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება. 2.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში განხორციელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. 2.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების და მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები, ძეგლების და მემორიალების რეაბილიტაცია, გამწვანების, დასუფთავების, გარე განათების და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება; 2.5.1 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების და მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საექსპერტო მომსახურების ღირებულება (პროგრამული კოდი 03 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის, გამანაწილებელი ქსელისა და ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების და გამრიცხველიანების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების, საბავშვო ბაღების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და მცხეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სხვა პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა. 2.5.2 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშთა განახლება, ნიადაგის შესწავლა-ანალიზი და პერსპექტიული კულტურების გაცნობა დაინტერესებული ფერმერებისთვის (პროგრამული კოდი 03 05 03) მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება - ხელშეწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჯიშთა განახლების მიზნით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით 3 ადგილობრივი ვეტერინარის გადამზადება შპს „კავკასიის გენეტიკის“ მიერ და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა. მემცენარეობის განვითარების მხრივ განხორციელდება ნიადაგის შესწავლა-ანალიზი მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების მიხედვით. პროგრამაში შედის აგროტურის განხორციელება - დაინტერესებული ფერმერები მოინახულებენ საქართველოში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მეურნეობებს, გაეცნობიან ახალ პერსპექტიულ კულტურებს. 2.5.3 კეთილმოწყობის სხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის, დასუფთავების, გამწვანების, გარე განათებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა. 2.5.4 სკვერების, ძეგლების და მემორიალების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 05 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების, ძეგლების და მემორიალების მოწყობა/რეაბილიტაცია; მიმდინარე წელს დაგეგმილია სოფ. ბიწმენდში - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომში ცხინვალთან გმირულად დაღუპული მებრძოლის ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალის მოწყობა და სოფ. მუხრანში სამამულო ომის მონაწილეთა სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ი) დადგენილების მე-17 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 17. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები