ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 880
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019010
  • Word
880
24/04/2015
ვებგვერდი, 05/05/2015
000000000.00.003.019010
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №880

2015 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის 3 1 პუნქტის შესაბამისად, დედაქალაქის საავტობუსო პარკის მოძრავი შემადგენლობის მუშაობის შეფერხების თავიდან აცილებისა და ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მუნიციპალური ტრანსპორტით მოსახლეობის შეუფერხებლად გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ (ს/კ 202886788), საბურავების  სახელმწიფო შესყიდვა, 700 400 (შვიდასი ათას ოთხასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, კომპანიის საკუთარი სახსრებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                 ირაკლი ღარიბაშვილი