დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებთან დაკავშირებით შესაბამისი მიმწოდებლების ხელშესაწყობად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 873 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019015 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №873
2015 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებთან დაკავშირებით შესაბამისი მიმწოდებლების ხელშესაწყობად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, შესაბამისი მიმწოდებლების ხელშესაწყობად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.
2. შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ხელმძღვანელობენ საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურებით, ეთხოვოთ, უზრუნველყონ ამავე შესყიდვების პროცედურებისა და გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისი მექანიზმების ამოქმედება, მიმწოდებელი პირების საქმიანობის ხელშესაწყობად, კერძოდ, შეცვლილ გარემოებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების მისადაგება.
3. საწარმოებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ხელმძღვანელობენ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შესყიდვის სპეციალური წესით, ეთხოვოთ, უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ სპეციალურ წესებში ცვლილებების ინიცირება, გაფორმებული ხელშეკრულებების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების მიზნით.
4. სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალოს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით მოწონებული ინფორმაციის შესაბამისად, „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში სათანადო ცვლილების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები