დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 867 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019020 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №867
2015 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული , ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 947 295.64 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდაშვიდი ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ (ს/კ №202403121) .
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა, ამ განკარგულების №2 დანართით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით ;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისა, ამ განკარგულების №3 დანართში მითითებულ, ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელებზე, ამავე დანართით განსაზღვრული რაოდენობის აბონენტების უსასყიდლოდ მიერთება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები