სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 866
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019080
  • Word
866
22/04/2015
ვებგვერდი, 05/05/2015
000000000.00.003.019080
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №866

2015 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №2466 განკარგულების მე-2 პუნქტითა და „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის №2371 განკარგულების მე-2 პუნქტით  დადგენილი სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის საკომპენსაციო ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;

ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო ღონისძიებების ფარგლებში ტყის გაშენება-დარგვის სამუშაოების დაფინანსება უზრუნველყოს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიონალური განვითარების პროექტი II (იმერეთი) (WB)“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 06) გათვალისწინებული „საბიუჯეტო სახსრების“ ასიგნებებიდან.

2. საქართველოს ფინანსთა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტების მომზადების დროს გაითვალისწინონ ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკომპენსაციო ღონისძიებების ფარგლებში გაშენებული ტყის ნაკვეთების მოვლის სამუშაოების დაფინანსებისათვის შესაბამისი თანხები, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წინადადებების საფუძველზე.

პრემიერ-მინისტრი                                                                 ირაკლი ღარიბაშვილი