დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 848 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019078 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №848
2015 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისმიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
1.„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:
ა) „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის (საქართველო)“(ს/ნ 204992785) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 39537.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: გარდაბანი, სოფელი ქესალო, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 81.16.03.629, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ბ) „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის (საქართველო)“(ს/ნ 204992785) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 125935.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: გარდაბანი, სოფელი ქესალო, მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 81.16.03.626, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები