ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ

  • Word
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 845
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019075
  • Word
845
22/04/2015
ვებგვერდი, 05/05/2015
000000000.00.003.019075
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 845

2015 წლის 22 აპრილი

. თბილისი

ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისმიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:

ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1116.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი წალკა, სოფელი ბერთა (ოლიანგი),მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 85.10.21.433, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10033.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი ზუგდიდი, ქუჩა თეთრი გიორგი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 43.31.74.030,მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

გ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10789.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი საჩხერე, სოფელი საირხე, მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 35.07.45.029, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

დ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12307.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: გარდაბანი, სოფელი ქესალო,მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 81.16.03.614, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ე) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 962.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი თეთრიწყარო, სოფელი ირაგა, მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 84.01.31.130, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, უზ­რუნველყოს მის კომპეტენციაში შემავა­ლი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორ­ცი­ელება.

პრემიერ-მინისტრი                                         . ღარიბაშვილი