კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ

  • Word
კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 836
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019060
  • Word
836
20/04/2015
ვებგვერდი, 05/05/2015
000000000.00.003.019060
კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 836

2015 წლის 20 აპრილი

. თბილისი

კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტთან დაკავშირებით განსახორციელებელი  ქმედებების შესახებ

1 . ,,იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის 522 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, 2015 წლის 23-26 აპრილს, ქ. თბილისში, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე დელეგაციების მისიათა ხელმძღვანელების სემინარის ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნული სემინარის მონაწილე, კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს (კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბესიმ ჰასანი და გენერალური მდივანი მეჰმეტ ბოგუჟევჩი).

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე  შემოსვლის მიზნით .

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე  შემოსვლა და მათი ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე ქვეყნების მისიათა ხელმძღვანელების სემინარში მონაწილეობა არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას.

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი . ღარიბაშვილი