„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 03/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.104.016237
25
29/04/2015
ვებგვერდი, 01/05/2015
010340000.35.104.016237
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2015 წლის 29 აპრილი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შეასახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის 54 დადგენილებაში  (www.macne.gov.ge 07/11/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.35104.016200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №2  დაემატოს 291, 292, 471 და 691 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 291. შიდა აუდიტის სამსახურის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი

შიდა აუდიტის სამსახურის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსს გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 26-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა  მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel).

მუხლი 292. შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტს, გარდა  ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 26-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა,  მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (Microsoft Office Word, Microsoft Office   Excel).

მუხლი 471. ზედამხედველობის განყოფილების  მთავარი სპეციალისტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხებში

ზედამხედველობის განყოფილების მთავარ სპეციალისტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხებში, გარდა  ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების 45-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა  მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (Microsoft Office Word, Microsoft Office    Excel).

მუხლი 691. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში

გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტს ადმინისტრაციულ ერთეულში გარდა  ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა დამატებით  მოეთხოვება:

ა) როგორც წესი, უმაღლესი განათლება;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (Microsoft Office Word, Microsoft Office    Excel).“.

მუხლი 2
 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგონერ კვარაცხელია